reportiori.ge - ილია მეორე: ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე უნდა ვასწავლიდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:29
რელიგია
ილია მეორე: ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე უნდა ვასწავლიდეთ
ავტორი:
05 იანვარი, 2014. 14:52

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  ქადაგებისას ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერს საკითხების სიღრმისეული ცოდნა აკლია. 


"ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს, რადგან მეცნიერება და ტექნიკა წინ უზარმაზარ ნაბიჯებს დგამს. მართალია ზნეობა ჩამორჩა, მაგრამ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის. ჩვენ უნდა მივდიოთ მას. უნდა გვესმოდეს სად მიდის და სად მიჰყავს ხალხი. როდესაც მეცნიერი მუშაობს, ის კეთილი მიზნებით ხელმძღვანელობს, მაგრამ შემდეგ იმ ტექნიკას ბოროტად იყენებენ. თუნდაც ავიღოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ადამიანისთვის ზერელე ცოდნა არ კმარა. ადამიანი ერთი დარგის სპეციალისტი მაინც უნდა იყოს", - ბრძანა უწმინდესმა და საქართველოს მოსახლეობას ფაქტების მეტი  ანალიზისკენ მოუწოდა.

"როდესაც ხდება ესა თუ ის მოვლენა, ხშირად ჩვენ ფაქტის შემდეგ ვფიქრობთ რატომ მოხდა ეს, მაშინ, როდესაც უნდა გვქონდეს წინასწარ განჭვრეტის უნარი. უნდა ავირჩიოთ გზა ერისა, ქვეყნისა, ეკლესიისა, სადაც იქნება უშფოთველობა, მიმტევებლობა და ურთიერთგაგება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც გადაარჩენს ადამიანს, ერსა და ქვეყანას. ხშირია, როდესაც ფაქტის შემდეგაც ვერ ვააანალიზებთ მომხდარს და გვავიწყდება ჩვენი შეცდომები. რამდენი რამ გადაგვხდა, მაგრამ არც ერთი ფაქტი გაანალიზებული არ არის. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ სიღრმისეული ცოდნა გვაკლია, ყველაფერს ვეხებით, მაგრამ არ ვაანალიზებთ, ყველაფერი ზერელეა. ვკმაყოფილდებით ტელევიზიით და პრესით, როდესაც უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს როგორც საღვთისმეტყველო, ასევე ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ წიგნებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სიღრმისეულ ცოდნაზე" - აღნიშნა უწმინდესმა.


პატრიარქმა მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, რომ ყველამ აიღოს თითოეული საკითხი, რომელზეც სიღრმისეულად იმუშავებს და რომელთან დაკავშირებით არსებულ მასალებსაც სრულად შეისწავლის. 


"მაქვს სურვილი, ყველა ჩვენგანმა აიღოს რომელიმე საკითხი. თუნდაც ფილოსოფიიდან, ისტორიიდან, მედიცინიდან ან სოფლის მეურნეობიდან და ღრმად შეისწავლოს იგი. გახდეს სპეციალისტი, შეისწავლოს ლიტერატურა, რომელიც გამოცემულია ამ საკითხზე. შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე პიროვნება, დავუშვათ დავით აღმაშენებელი ან თამარ მეფე, რაც გამოცემულია მათ შესახებ შევისწავლოთ და ჩვენ ვიქნებით სპეციალისტები. თუ ერთად შევკრებთ ამ მასალას, გვექნება უზარმაზარი ცოდნა, რაც გამოგვადგება ჩვენ და ჩვენს ერსაც." - ბრძანა ილია მეორემ.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016