პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარტიებს დაფინანსების თემით "ზედმეტ კეკლუცობას არ ურჩევს" და აცხადებს, რომ "თავადაც, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, კეკლუცობას არ აპირებს".
"საუბარი იმის შესახებ, რომ "სხვა თემები გვაინტერესებდა და ფული რა შუაშია", არ უნდა იყოს. პოლიტიკურ პარტიებს ფული სჭირდება, რადგან ვიცით, სადამდე მიდის არასწორი ფული და არასწორი დაფინანსება. მომზადებული მოდელით ყველა ის პარტია, ვისაც დაფინანსება ეკუთვნოდა გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ პარტიები, ვისაც დაფინანსება არ ეკუთვნოდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორ კანონში - "საარჩევნო კოდექსში" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდა.