reportiori.ge - დედა პარასკევა: არ არის აუცილებელი 7 იანვრამდე სურვილის ასასრულებლად მაინცდამაინც საფლავზე მოსვლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
რელიგია
დედა პარასკევა: არ არის აუცილებელი 7 იანვრამდე სურვილის ასასრულებლად მაინცდამაინც საფლავზე მოსვლა!
06 იანვარი, 2014. 14:12

დედა პარასკევას თქმით, აუცილებელი არ არის შობას მამა გაბრიელის საფლავთან მოსვლა, მომლოცველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე. „მამა გაბრიელის საფლავზე ყოველდღე შეიძლება მოსვლა. ყოველდღე ხდება სასწაულები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობას უნდა მოვიდეს ყველა. არ არის აუცილებელი 7 იანვარს მოსვლა, მამა გაბრიელი ყველას უსმენს ყოველთვის. ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ ხალხი ძალიან მოწყენილი ევედრებოდა და შეწეოდა ამ ხალხს, რომ რწმენაში გაძლიერებულიყვნენ. მერე ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა, არავითარი ხილვა არ მქონია. ასე, რომ შევევედრე, ვიღაცამ ეტყობა სხვანაირად გამოიყენა. ხვალ უდიდესი საუფლო დღესასწაულია, მაგრამ აუცილებელი არ არის შობას მოვიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე, მამა გაბრიელი ყველას უსრულებს სურვილს, საიდანაც არ უნდა შეევედრონ მას", - განაცხადა დედა პარასკევამ. ამ დროისათვის მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ძირითადად, მომლოცველები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მამა გაბრიელს. მომლოცველთა რიგებს ორგანიზებას უწევენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რაც შეეხება უშუალოდ მცხეთაში შესვლას, ქალაქში ავტომობილების შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან მიდიან. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016