ვლადიმე ბედუკაძე პრეზიდენტს ცილისწიამებაში ადანაშაულებს. მან ადვოკატთან ერთად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ციხის სკანდალური კადრების გამავრცელებელი ქვეყნის პირველი პირისგან საჯაროდ გაცხადებული ყველა ბრალდების უარყოფას მოითხოვს. „მან არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და ტელევიზიების საშუალებით საჯაროდ დამდო ბრალი. სარჩელის პირველი ეპიზოდი სწორედ ამ საკითხს ეხება, მეორე ეპიზოდი კი პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც მე ციხის კადრები 2 მილიონ ლარად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივყიდე, რაც სიცრუეა. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ მისი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, მან უნდა უარყოს ისისნი, რაც ბოდიშის მოხდასაც ნიშნავს“-განაცხადა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ვლადიმერ ბედუკაძემ.