reportiori.ge - ვახტანგ ყოლბაია: გადით დევნილებში და დაინტერესდით მათი პრობლემებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:52
რეგიონები
ვახტანგ ყოლბაია: გადით დევნილებში და დაინტერესდით მათი პრობლემებით!
ავტორი: ანა ნოდია
06 იანვარი, 2014. 17:33

აფხაზეთის მთავრობაში თანამშრომლების შემცირება და რეორგანიზაცია იგეგმება. ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ  ზუგდიდში მთავრობის გასვლით სხდომაზე, მისი მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შეფასებისას გააკეთა. 
ყოლბაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში აფხაზეთის მთავრობის ეკონომიკის სამინისტრო გაუქმდება და მის ბაზაზე ახალი სამინისტრო შეიქმნება.  
ყოლბაიამ უწყების თანამშრომლებს მიმართა, რომ გავიდნენ დევნილებთან და დაინტერესდნენ მათი პრობლემებით.  "უნდა გახდეს ჩვენი მთავრობა უკეთ გამართული, ხალხთან ახლოს მდგომი. სანამ სამსახურში მიხვალთ, ჯერ დევნილთა ჩასახლებებში გაიარეთ და მათი პრობლემები გაიგეთ. არც თუ უსაფუძვლოდ ჩვენზე ამბობენ, რომ ჩვენ ვუსაქმურობთ და ხალხის ფულს ვჭამთ, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ ხალხთან უფრო ახლოს ვიყოთ." - აღნიშნა ყოლბაიამ.   
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ წელს უფასო მედიკამენტებით დაფინანსება 10-12 ჯერ გაიზარდა. აფხაზეთის მთავრობაში წელს ასევე შეიქმნება ახალი ფონდი, რომელიც  სოციალურად დაუცველებს დაეხმარება.

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016