reportiori.ge - მარიკა დათუკიშვილი: ნინო თევდორაძე ოდიოზური ფიგურაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:19
რეგიონები
მარიკა დათუკიშვილი: ნინო თევდორაძე ოდიოზური ფიგურაა
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 13:51

თბილისის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი, მარიკა დათუკიშვილი, რომელიც 26 ივლისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გადაირჩიეს აცხადებს, რომ "ნინო თევდორაძე არის საკმაოდ ოდიოზური ფიგურა და ხალხმა თავად განსაჯოს მის ხელში აღმოჩენილი საფინანსო რესურესები რა დღეში ჩავარდება."

დათუკიშვილის ინფორმაციით, საკრებულოს ქონების მართვისა და  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ახალდარჩეული თავჯდომარე, ნინო თევდორაძე სხვადასხვა დროს "ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარის, ქალაქის კადრების უფროსისა და ბაღების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და საკმაოდ დიდი ანაზღაურებაც ჰქონდა. მისივე განცხადებით, თევდორაძეს სამსახურებრივი რესურსი წინასაარჩევნოდ არაერთხელ გამოუყენებია.

აპარატის ყოფილი უფროსი თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელის, მერაბ რაფავას შესახებაც აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, რაფავა 2010 წელს პრესსამსახურის  თანამშრომლის, ბექა არველაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მუდმივად სთხოვდა. მიზეზი კი არველაძის დედის მაშინდელი ოპოზიციური განწყობა იყო. "მთხოვდა გამეშვა სამსახურიდან, რადგან არველაძის დედა ოპოზიციურად იყო განწყობილი, ჩემგან უარი მიიღო, ვთვლი რომ პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახური არავინ უნდა დატოვოს, ჩემ დროს ეს არ ხდებოდა. მოგვიანებით საქმეში ნიკო ხაჩირაშვილიც ჩაერია და არველაძის გაშვება მანაც მთხოვა. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ჩემსა და ამ ადამიანებს შორის."-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016