reportiori.ge - კახა ჯანაშვილი: „დიტო ცინცაძის დახმარების ფონდის“ მთავარი მიზანი სიცოცხლის გადარჩენაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კახა ჯანაშვილი: „დიტო ცინცაძის დახმარების ფონდის“ მთავარი მიზანი სიცოცხლის გადარჩენაა
06 იანვარი, 2014. 18:45


ლეიკემია განკურნებადია, თუმცა განკურნების პროცესი საკმაოდ რთულია და ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საკითხი კვლავ უმძიმეს პრობლემად რჩება.

„ჩვენს ქვეყანაში უსახსრობის გამო ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ", - ეს  ტელეოპერატორ დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის ძირითადი გზავნილია - ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი.

როგორც „რეპორტიორთან" საუბრისას „დიტო ცინცაძის დახმარების ფონდის" დირექტორი კახა ჯანაშვილი აღნიშნავს, ფონდისთვის მთავარი სიცოცხლის გადარჩენაა და სწორედ ამისთვის იბრძვიან აღნიშნული ფონდის წევრები. თუმცა, სანამ ბავშვების პრობლემებზე გადაერთვებოდნენ, წინაპირობა საკმაოდ მძიმე და ტკივილიანი იყო.


ყველაფერი  ასე დაიწყო:

„ჩვენი კოლეგა, პირველი არხის ოპერატორი, დიმიტრი ცინცძე 2009 წელს  ცუდად გახდა, მას სისხლის დაავადება აღმოაჩნდა.  ქიმიოთერაპიის კურსი სჭირდებოდა, რომელიც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდებდა.  მკურნალობის ერთი ეტაპის გავლის შემდეგ თითქოს გამოკეთდა, მაგრამ მალე ისევ გაუმეორა რეციდივმა. აუცილებლად საზღვარგარეთ გაყვანა სჭირდებოდა. დიტოს ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, უკვე სიკვდილზე მელაპარაკებოდა. დრო  ძალიან ცოტა გვქონდა, მისი მკურნალობისთვის  კი 150 ათასი ევრო იყო საჭირო, რაც რა თქმა უნდა, მას არ გააჩნდა".

ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟლიანი, მაია ასათიანი, გოდერძი შარაშია, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო თოლორდავა, დაჩი გრძელიშვილი, მერაბ მეტრეველი, რუსუდან ცხომელიძე, ხატია მოისწრაფიშვილი, სოფო ოხანაშვილი,   ეკა მიშველაძე, ზაალ უდუმაშვილი, დიკო ჯოჯუა, ლაშა დვალიშვილი, თამარ ურუშაძე, თამთა სანიკიძე  -  ის ჟურნალისტები არიან, რომლებმაც, როგორც კახა ჯანაშვილი აღნიშნავს, არც დრო დაიშურეს და არც შესაძლებლობები, რომ დიმიტრისთვის უცხოეთში გასამგზავრებელი თანხა შეგვეგროვებინათ.

კახა ჯანაშვილი, იმ დროს  მასმედიის წარმომადგენლების ერთი პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანების ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული იდეის გარშემო გაერთიანებით მიღებული შედეგი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.

„ქართველებს ასეთ წესი გვაქვს, რომ გავიგებთ ადამანს სიმივნე აქვს, მაშინვე მის გამოტირებას ვიწყებთ, მაგრამ ამ შემთხევვაში დიტოს მეგობრები დავდქით ერთად და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სხვადსხვა ტელევიზიების სახეები, ტელეწამყვანები ყველა ერთ მუშტად გაერთიანდა.მაშინ პირველი, რაც მე გავაკეთე იყო ის, რომ წავედი და გავხსნი „დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდი", დავიჭირეთ ხელში ყუთები, რომელიც ფონდმა „იავნანამ" გვათხოვა და  დავდექით  გუდვილში, ვიდექით ხელგაშლიები და ვითხოვდით შემწეობას მეგობრის გადასარჩენად.  ამ აქციამ შედეგი გამიღო და მთელი ერი ფეხზე დადგა და შეიკრიბა ის თანხა, რაც დიტოს სჭირდებდა. ჩვენ ვიყავით გამარჯვებულები, როდესაც  ის გერმანიაში გავაცილეთ."


როგორც ჯანაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ფონდი დიმიტრი ცინცაძის დასახმარებლად შეიქმნა, თუმცა მას მერე, რაც ამ დაავადების შესახებ ძირეულად შეიტყო,  ის ინიციატივით გამოვიდა, რომ  ფონდს ამ პრობლემასთან ბრძოლა გაეგრძელებინა.

„ჯერ ისევ ის მომენტი იყო, რომ დიტოსთვის ფული არ გვქოდა შეგროვებული. ძალიან მძიმე ვითარებაში იყო დიტო და მაშინ ასეთი რამ მითხრა: მე 31 წლის ვარ, მყავს ცოლი-შვილი, რაღაც მაინც ვნახე ამ ქვეყანაზე,  რაღაც მაინც შევძელი რომ გამეკეთებინა. ჩემს გვერდზე პალატაში წევს 3 წლის ბავშვი იგივე დიაგნოზით, რომელსაც ჯერ არაფერი არ უნახავს, რით სჯობს ჩემი სიცოცხლე იმ ბავშვის სიცოცხლესო.  მაშინ დავფიქრდი, რომ ჩვენ ყველა, მეგობრები,  დიტოზე ვზრუნავდით, მაგრამ რა უნდა ექნათ იმ ადამაინებს, რომლებსაც იგივე დაავადება ჰქონდათ და არ ჰყადათ ისეთი მეგბრები, როგორიც დიტოს.

 

მე  ვუპასუხე - შენ გადარჩები და ჩვენ ერთად ვიბრძოებთ ამ ბავშვების გადარჩენისთვის მეთქი. ასეც მოხდა. როცა ჩავიხდე ღრმად რა ხდებოდა ონკოჰმატოლოგიურ დარგში მივხვდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმიტომ იღუპება რომ მის ოჯახს ფული არ აქვს და იღუპებიან, როგორც ჩვეულებრივი პატარა ბეღურები. ერთ დღეს  სტატუსი დავწერე ჩემს ფეისბუქის გვერდზე და ჩემს მეგობრებს მივმართე იყვნენ თუ არა ისინი თანახმა, რომ „დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდს" გაეგრძელებინა მუშაობა ამ  ბავშშვების გადასარჩენად.  ყველა დამეთანხმა.  ამის მერე გადავერთეთ ჩვენ ამ ბავშვების დახმარებაზე."

 

გარდა იმისა, რომ ამ ბავშვებს ვეხმარებთ ფულის მოძიებაში, ჩვენ ვხდებით ამ ბავშვების ჭირისუფლებიც.  ჩვენ მოვახერხეთ და 6 ბავშვი სიკვდილს გამოვაცალეთ იმ წამლების საშუალებით, რომლებიც საქართველოში არ იყიდება და ჩვენ შემოგვაქვს უცხოეთიდან,"-აღნიშნავს ჯანაშვილი.


ჯანაშვილის თქმით, „დიტო ცინცაძის დახმარების ფონდს" არ გააჩნია ოფისი.

„ჩვენი ოფისი, ჩემი მანქანა და სახლია, სადაც დოკუმენტაციას ვინახავ. განცახდებებს კი საზოადოებრივი მაუწყებლის საშვთა ბიუროში გვიტოვებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ლეიკემიით დაავადებული  ყველა ბავშვი  სოციალურად დაუცველია."

 

კახა ჯანაშვილი,  ფონდის უდიდეს მიღწევად სახელმწიფოს ამ პრობლემისკენ შემობრუნებას მიიჩნევს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი  ის არის, რომ ჩვენ მოვახერხეთ სახელმწიფოს მოტრიალება ამ თემისკენ. იმ დონეეზე რომ საკითხი მთავრობის სხდომაზეც გაიტანეს. ჩვენ შევხვდით დავით სერგენკოს, დავით უსუფაშვილს, ნოდარ ხადურს, პატრიარქს,  ერთად ავიარეთ ეს საკითხი. შედეგად კი მოხდა ის, რომ 2014 წლის ბიუჯეტში გაიწერა  ტრანსპლანტაციის ცენტრის მშენებლობის ხარჯები."


ჯანაშვილი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის დახმარების საკითხში, კერძო კომპანიების წვლილს მისაბაძს უწოდებს.

„ფონდისთვის არ არის მთავარი საჩუქრები, მთავარი სიცოცხლის გადარჩენაა, თუმცა მისაბაძი და აღსანიშნია ის აქტივობა, რომელიც  გამოიჩინეს სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ", კომპანია „მექნიზატორმა", „ლიბერთი ბანკმა", ფონდ „ღია საზოგადოება საქართველომ", „ენერგო-პრო ჯორჯიამ", „გუდვილმა", „ბარამბომ", „ზედაზენმა" და ამ ბავშვებისთვის საახალწლო დღეების გასალამაზებლად იზრუნეს."


როგორც კახა ჯანაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, ბოლო 10 თვის განმავლობაში ფონდის წევრები საკუთარი ცხოვრებით აღარ ცხოვრებენ, რადგან ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება.

„ალბათ ეს მძიმე ჯვარი დაგვაკისრა უფალმა. ძნელია, როდესაც 18 წელს ზემოთ გადაცილებული ადამიანი გაკითხავს, სიცოცხლის გადარჩენას გთხოვს  და ვერ ეხმარები იმის გამო, რომ არ გაგაჩნა საკმარისი თანხა..."

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016