ქრისტესშობის დღესასწაულს საქართველოს მოსახლეობა სარკმელში დანთებული სანთლით შეხვდა
ქრისტესშობის დღესასწაულს საქართველოს მოსახლეობა სარკმელში დანთებული სანთლებით შეხვდა. ქრისტესშობა- ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, 25 დეკემბერს აღინიშნება. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.
7 იანვარს მართლმადიდებელი მრევლი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა. თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს ანთებს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში იხმობს.
იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: "ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა". ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.
მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.
"რეპორტიორი" გილოცავთ შობის დღესასწაულს!
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)