reportiori.ge - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა - ეუსებიო გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
სპორტი
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა - ეუსებიო გარდაიცვალა
ავტორი:
07 იანვარი, 2014. 03:21

მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. 71 წლის ასაკში ლისაბონში ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთლი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, „ოქროს ბურთის" მფლობელი (1965), პორტუგალიის 10-გზის ჩემპიონი ეისებიო და სილვა ფერეირა გარდაიცვალა.
ეისებიოს საფეხბურთო კარიერა ფეხბურთის „ოქროს ხანაში" დაიწყო. ის მოედანზე ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობდა, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, ბეკენბაუერი, მაცოლა...

მისი მშობლიური „ბენფიკა" ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა, რასაც პორტუგალიური ფეხბურთის ისტორია სწორედ ეისებიოს უნდა უმადლოდეს. 60-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშედ ითვლებოდა. საუკეთესო სეზონი ეისებიომ 1967-1968 წლებში ჩაატარა. 24 შეხვედრაში მან 42 გოლი გაიტანა.
მასზე არც ხშირი ტრავმები და ფსიქოლოგიური ფაქტორები ახდენდა განსაკუთრებულ გავლენას. ეისებიო არაჩვეულებრივი შედეგიანობით გამოირჩეოდა. მოედანზე გასული „შავი პანტერა" ბოლომდე იხარჯებოდა და არაჩვეულებრივი სილამაზის ბურთებს იტანდა. ის საფრთხეს არამხოლოდ საჯარიმო მოედანში ქმნიდა. ეისებიოს არაერთი შედევრად ქცეული გოლი საჯარიმოს გარედან, შორეული დარტყმით აქვს გატანილი. მის საფირმო ნომრად კი ნახტომში დარტყმა იქცა. სწორედ ნახტომში შესრულებული ულამაზესი გოლი გაუტანა „შავმა პანტერამ" 1963 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანს."
ფეხბურთის თამაში ეისებიომ ბავშვობაში მშობლიურ მოზამბიკში დაიწყო, რომელიც პორტუგალიის კოლონიად ითვლებოდა. პორტუგალიის წამყვანი კლუბები „სპორტინგი" და „ბემფიკა" აფრიკაში ნიჭიერ ფეხბურთელებს აქტიურად ეძებდნენ.
ეისებიომ სელექციონერთა ყურადღება მალე მიიქცია. „ბემფიკამ" „სპორტინგს" ის ფაქტიურად ხელიდან გამოსტაცა. 1960 წელს ეისებიო ლისაბონში ჩავიდა და „ბენფიკასთან" ფარული მოლაპარაკება გამართა. მისი დებიუტი ლისაბონურ კლუბში 1961 წელს შედგა. მალე ის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად, მოგვიანებნით კი „ბენფიკას" ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. კლუბის შემადგენლობაში ეისებიომ 14 წელი ითამაშა. ბოლოს ის „ბენფიკას" მაისურით მინდორზე 1975 წლის ივლისში გავიდა.
ეისებიო „ბენფიკას" შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი 4-ჯერ ითამაშა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, ეისებიოს პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება- 1966 წელს პორტუგალიელები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ¼ ფინალური მატჩი, სადაც პორტუგალიის ნაკრები ჩინელებთან 3 :0 აგებდა, მაგრამ პორტუგალიელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და 5:3 მოიგეს. ისტორიულ შეხვედრაში ეისებიომ 4 ბურთი გაიტანა. ნახევარფინალში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელთა კარში პენალტით ერთი ბურთის გატანა შეძლო, თუმცა შეხვედრა პორტუგალიელებმა ანგარიშით 2:1 დათმეს. გულშემატკივარს დღემდე კარგად ახსოვს, თუ როგორ ტოვებდა თვალცრემლიანი ეისებიო მოედანს. ბოლო მატჩი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიამ საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ითამაშა. ეისებიომ საბჭოელები ამჯერადაც პენალტით დაამწუხრა. მთლიანობაში ფორვარდმა 9 გოლი გაიტანა და ასპარეზობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისური „შავ პანტერას" 1973 წლამდე არ გაუხდია, სანამ საერთაშორისო კარიერა არ დაასრულა. 1975 წელს ეისებიომ „ბენფიკაც" დატოვა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ამერიკულ და კანადურ კლუბებში რამდენიმე წელი ითამაშა, თუმცა ტრავმებისგან შეწუხებული, იძულებული გახდა საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა.
ამის შემდეგ ეისებიომ სამწრთვნელო კარიერა დაიწყო, ეკავა ადმინისტრაციული პოსტები, მუშაობდა კომენტატორადაც და ცხოვრების ბოლომდე ფეხბურთით სულდგმულობდა.
პირველი ლეგენდარული ფეხბურთლის გარდაცვალებას არანაკლებ ლეგენდარული პორტუგალიელი მწრთვნელი ჟოზე მაურინიო გამოეხმაურა, რომელმაც „შავი პანტერას" დამსახურება და გენიალობა ორი სიტყვით შეაფასა:
„ის უკვდავია." 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016