reportiori.ge - ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების გამო მოსახლეობას გარეთ გასვლას არ ურჩევენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:55
მსოფლიო
ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების გამო მოსახლეობას გარეთ გასვლას არ ურჩევენ
07 იანვარი, 2014. 12:18

ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუმომ, დიდი ყინვების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ჩრდილოეთით და კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ყინვა -40 გრადუსს აღწევს. თუმცა, სინოპტიკოსთა პროგნოზებით, არ არის გამორიცხული ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ყინვამ ამაღამ -45 გრადუსს გადააჭარბოს.

რეკორდულად მაღალი ყინვების გამო ჩიკაგოში ქალაქის ტრადიციული სიმბოლო ეშმაკის ბორბალი და ზოოპარკი დაიხურა, ინდიანაპოლისში კი მოსახლეობას ავტოტრანსპორტის გამოყენება აუკრძალეს, საზოგადოებრივი პარკები დახურულია აშშ-ის სხვა შტატებშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ ურჩევს, თავი შეიკავოს გარეთ გასვლისგან.

ორშაბათს აშშ-ში უამინდობის გამო 4 500-ზე მეტი ავიარეისი არ შესრულდა. რეკორდულ ყინვებს აშშ-სა და კანადაში 16 ადამიანი ემსხვერპლა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016