ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუმომ, დიდი ყინვების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ჩრდილოეთით და კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ყინვა -40 გრადუსს აღწევს. თუმცა, სინოპტიკოსთა პროგნოზებით, არ არის გამორიცხული ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ყინვამ ამაღამ -45 გრადუსს გადააჭარბოს.
რეკორდულად მაღალი ყინვების გამო ჩიკაგოში ქალაქის ტრადიციული სიმბოლო ეშმაკის ბორბალი და ზოოპარკი დაიხურა, ინდიანაპოლისში კი მოსახლეობას ავტოტრანსპორტის გამოყენება აუკრძალეს, საზოგადოებრივი პარკები დახურულია აშშ-ის სხვა შტატებშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ ურჩევს, თავი შეიკავოს გარეთ გასვლისგან.
ორშაბათს აშშ-ში უამინდობის გამო 4 500-ზე მეტი ავიარეისი არ შესრულდა. რეკორდულ ყინვებს აშშ-სა და კანადაში 16 ადამიანი ემსხვერპლა.