თეოლოგი ბასილ კობახიძე TS PRESS-ის ჟურნალისტთან საუბარში მამა გაბრიელის საფლავზე საქართველოს ყველა კუთხიდან მორწმუნეთა მოზღვავებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. „რეპორტიორი", საიტის ფორმატიდან გამომდინარე, ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
ბასილ კობახიძე დედა პარასკევას მოწოდებით მამა გაბრიელის სფლავთან მორწმუნეთა სიმრავლეს „რელიგიურ ისტერიას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამას საერთო არ აქვს ქრისტიანულ რწმენასთან.
მისი განცხადებით, ამ ყველაფერს ახლავს ცინიზმი, რაც ჩანს თავად დედა პარასკევას მიერ რამდენჯერმე შეცვლილ განცხადებაში.
„საქართველოში ბევრი კულტია, მაგალითად, როგორიცაა: წმინდა კალმახები, წმინდა წყაროები, წმინდა ქვები, ღვთის რჩეული ქათამი, რომელმაც თავი მოიკლა, მაგრამ დატოვა ღვთაებრივი კვერცხი, წმინდა გიორგის შავი ხელი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება და ურტყამს კბილებში ადამიანებს და ა.შ ასეთი სისულელეები", - ამბობს ის TSpress-თან საუბარში.
„მცხეთის ისტერია" ბასილ კობახიძეს აგონებს 2001 წელს, ქალბატონ გულნარას „გამოცხადებას", რომლის მიხედვითაც, მას ღვთისმშობელი გამოეცხადა მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა და საქართველოში უდიდესი განსაცდელის შესახებ აუწყა და მისი გამოცხადების ადგილას - მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა ბრძანა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მორწმუნეებს ეს დააჯერეს და მათ დაიწყეს მახათას მთაზე შეკრება, სასულიერო პირები მაშინვე სათავეში ჩაუდგნენ ამ მოძრაობას, შემოღობეს ტერიტორია და იქ ქალების შეშვება აკრძალეს. არ შეუშვეს თვით ქალბატონი გულნარა, რაც მან გააპროტესტა, რის შემდეგაც ეკლესიამ ის იქაურობას ჩამოაშორა. მანამდე კი ქალბატონი გულნარა დიდ პატივში იყო საპატრიარქოში, მისი ფოტო ხატების გვერდზე მუდმივად ედო მრავალ მორწმუნეს.
მისი თქმით, რამდენიმე მღვდელმა ამ ბოლო დღეების მცხეთის ამბები გააკრიტიკა, დასცინა მრევლს, რაც, უნამუსობაა.
„თვითონ არიან ამის შემოქმედნი და მერე თავადვე დასცინიან ხალხს. თან ზოგიერთი მათგანი არის ცნობილი ექსტრემისტი, რომლებიც მონაწილეობდნენ არმენოფობიურ გამოსვლებში, მოუწოდებდნენ სისხლისღვრისაკენ, ასევე მედიის საშუალებით ამართლებდნენ 17 მაისის დარბევას.
„სამწუხაროდ,რელიგიური სიბნელე მეტ-ნაკლები სიმძაფრით ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილშია მოდებული. აგრეთვე ადამიანებს აქვთ მერკანტილური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, რაც განპირობებულია პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა მიზეზებით. ჩემი აზრით, სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ საპატრიარქოს დღეს საქართველოში ამხელა გავლენა აქვს. თვითონ ეკლესიას არ აქვს და არც ჰქონია არც იმის ინტელექტუალური, ან სხვა რაიმე რესურსი, რომ ასეთი უზარმაზარი გავლენა მოეპოვებინა საზოგადოებაზე, მაგრამ ამაში მას სწორედ სააკაშვილი და მისი პოლიტიკა დაეხმარა. ვერც ერთი პრორუსული ძალა ვერ გააკეთებდა დასავლური ღირებულებების მსგავს დისკრედიტაციას, როგორც ეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახერხეს, რითაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნეს ობსკურანტულის გავრცელების".
კობახიძეს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის რელიგია გახდა ანტიქრისტიანობა, და როცა ხდება ამ ანტიქრისტიანობის კრიტიკა, მორწმუნეები ღიზიანდებიან და აცხადებენ, რომ კრიტიკოსები მათ რწმენას შეურაცხყოფას აყენებენ.
ბასილ კობახიძეს, სასულიერო პირთა მხრიდან უმაღლესი ცინიზმის გამოვლინებად, რამდენიმე დღის წინ, მიუსაფართა კარვებში მყოფთა მონათვლაც მიაჩნია.
„მღვდლები მივიდნენ და მონათლეს იქ მყოფი რამდენიმე მიუსაფარი და განაცხადეს: სახელმწიფო ეხმარება მათ მატერიალურად ხოლო ჩვენ სულიერადო. თვითონ ვერც ხვდებიან რამხელა ცინიზმი და უნამუსობაა. ასეთი გაწვალება ხალხის მათ გაუვათ მომავალშიც, როგორც გაუვიდათ არასამთავრობოებისთვის უსახლკარო ადამიანთამამა გაბრიელის საფლავზე საქართველოს ყველა კუთხიდან მორწმუნეთა მიზღვავებასმამა გაბრიელის საფლავზე საქართველოს ყველა კუთხიდან მორწმუნეთა მიზღვავებას თავშესაფრის გაკეთების აკრძალვა და, როგორც ვიცი, ორი მიუსაფარი ადამიანი კიდეც გაიყინა და გარდაიცვალა", - აცხადებს ის.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)