სვეტლანა ალილუევას გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ მისი პირადი საქმე გახსნა, რომელიც 233 გვერდისგან შედგებოდა. რა შინაარსის არის სტალინის ქალიშვილის პირადი საქმე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთში წავიდა, ჯერ-ჯერობით უცნობია. მაგრამ უკვე ცნობილი გახდა ის რომ „ეფ ბე ერის" აგენტები მას დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ...
მამიკოს გოგო
ბავშვობაში იგი მამის გვარს ატარებდა. სვეტლანა სტალინა. თუმცა თავად იოსებ სტალინს პასპორტში თავისი ნამდვილი გვარი „ჯუღაშვილი" ეწერა, სამაგიეროდ ყველა მისი შვილი მამის ფსევდონიმს („სტალინს") სიამაყით ატარებდა. ხოლო დედა...
1932 წლის ნოემბრის ტრაგიკული გასროლის შემდეგ, გარდაცვალებამდე სვეტლანამ დედამისს მისი ობლობა არ აპატია. (ბავშვობაში სვეტლანა დარწმუნებული იყო, რომ დედა აპენდიციტის გამო გარდაიცვალა). სენსაციური მოგონებები („ოცი წერილი მეგობარს") მან მიუძღვნა დედის ხსოვნას, თუმცა ეს მოგონებები არც ისე კეთილგანწყობილია.
ალილუევა დედამისს მუქ ფერებში არ ხატავს, მაგრამ მის უსაზღვრო ნევროზზე და ოჯახური სცენებისკენ მიდრეკილებებზე წერს. იმაზე, რომ ბავშვობაში დედა გვერდით არასდროს ჰყოლია.
„ჩვენთან ერთად ზაფხულშიც და ზამთარშიც მხოლოდ აღმზრდელი იყო (მაშინ აღმზრდელებს ძიძად არ მოიხსენიებდნენ) ნატალია კონსტანტინოვნა, გვასწავლიდა პლასტელინისგან ფიგურების გამოძერწვას, ხისგან სათამაშოების გამოთლას, გაფერადებას, ხატვას და კიდევ ბევრ რამეს."- იხსენებდა სვეტლანა.
„მთელი ეს შემეცნებითი მანქანა ტრიალებდა, რომელიც დედას დაქოქილი იყო, მაგრამ დედა ჩვენთან ერთად სახლში არასდროს ყოფილა... ჩვენ, ბავშვებს როგორც ყოველთვის მხოლოდ მისი ნოტაციები და ჩვენი ცოდნის შემოწმება გვხვდებოდა. ის იყო მკაცრი, მომთხოვნი დედა და არასდროს მახსოვს მისი ალერსი. მას ეშინოდა არ გავეთამამებინე, რადგან მას ხომ ისედაც ვუყვარდი. მაგრამ მამა ყოველთვის მეფერებოდა და მათამამებდა..."
მას შემდეგ, რაც ხრუშოვმა მოუყვა იმ საშინელი 1932 წლის ღამის შესახებ, დედის თვითმკვლელობის შესახებ, როდესაც იოსებ სტალინმა ცოლი თურმე თმით ითრია და ცეკვა აიძულა, ხოლო შემდეგ მიაგდო და მეგობრებთან ერთად საქეიფოდ აგარაკზე წავიდა, სვეტლანა დედის გვარზე გადავიდა. ეს ყველაფერი მამის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს მოხდა.
მამის შესახებ გულახდილად საუბარი სვეტლანამ არ ისურვა.
წითელი პრინცესა
მას ისეთივე უბრალო ბავშვობა ჰქონდა, როგორც პრივილეგირებული წრის სხვა ბავშვებს. ცხოვრობდა აგარაკზე, მეგობრობდა ვოროშილოვას და ორჯონიკიძის შვილებთან, 25-ე სანიმუშო სკოლაში ყოველ დილით დაცვასთან ერთად დადიოდა. ატესტატში რათქმაუნდა სულ ხუთიანები ეწერა.
პირველი რომანი 16 წლის სვეტლანას თითქმის ორმოც წელს მიღწეულ ცნობილ რეჟისროთან ალექსი კაპლერსთან ჰქონდა. მათ ერთმანეთი აგარაკზე გაიცნეს, სადაც სტალინის ოჯახი ზამთარს ატარებდა, კაპრელი ოჯახში სვეტლანას ძმამ, ვასილი სტალინმა დაპატიჟა.
„ჩვენ ერთმანეთთან რაღაცამ მიგვიზიდა. ერთმენეთს უფრო და უფრო ხშირად ვხვდებოდით, თუმცა ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ეს თითქმის შეუძლებელი იყო."- წერდა სვეტლანა.
სტალინმა კაპლერს სვეტლანასთან ჩამოშორება ურჩია, თუმცა როდესაც იგი არ დაემორჩლა, ბელადის ბრძანებით ხუთი წლით ვორკუტის ბანაკში მივლინებით გააგზავნა. კაპლერი ადგილობრივ თეატრში რეჟისორად მუშაობდა.
სვეტლანა ამ დაშორებას დიდი ხნის განმავლობაში დარდობდა. იგი ლომონოსოვის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ხოლო ზაფხულში ძმის, ვასილის თანაკლასელს, გრიგორი მოროზოვს ცოლად გაჰყვა.
„ჩვენ ერთსა და იმავე სკოლაში ვსწავლობდით. ის ებრაელი იყო და მამაჩემს ეს არ მოსწონდა. მაგრამ როგორღაც შეეგუა... „ჯანდაბამდე გზა გქონია, რაც გინდა ის ქენი..."- მითხრა, მაგრამ ერთ რამეს პრინციპულად ითხოვდა, რომ ჩემი მეუღლე მის სახლში არ გამოჩენილიყო."- წერდა სვეტლანა.
მამის „დალოცვის" შემდეგ ახალშეუღლებულები სტალინის ნაჩუქარ ბინაში დასახლდნენ. მალე მათ ვაჟი- იოსები გაუჩნდათ.
მაგრამ მათი ცოლ-ქმრობა ვერ აეწყო და მალევე დაშორდნენ. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ გრიგორის ცუდი არაფერი მოსვლია: მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ბერიას ვაჟთან, სერგოსთანაც კი მეგობრობდა.
და აი სვეტლანა კვლავ გათხოვდა, ცოლად გაჰყვა პოლიტბიუროს წევრის, ანდრეი ჟდანოვის შვილს- იური ჟდანოვს. 1950 წელს წყვილს გოგონა- ეკატერინა შეეძინათ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ახაგაზრდები დაშორდნენ. თავისუფლების მოყვარე სვეტა აშკარად ვერ გუობდა ქორწინებას.
სვეტლანა ალილუევასთვის შემდგომი რამდენიმე წელიწადი თავგადასვლების გარეშე გავიდა. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა. შემდგომ ინგლისური ენის თარჯიმნად და ლიტერატურულ რედაქტორად მუშაობდა. გადათარგმნა რამდენიმე წიგნი, ხშირად იცვლიდა საყვარლებს, ხანდახან მამასთან სტუმრად მიდიოდა და იგრძნობოდა, რომ მამა-შვილი ერთმანეთის გარეშე საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდა.
ბელადის გარეშე
სტალინის გარდაცვალების შემდეგ პრინცესას უღრუბლო ცხოვრება დასრულდა. ის ქუჩაში არ დარჩენილა, სამსახური არ დაუკარგავს, მაგრამ უმალ აღმოჩნდა მტრების გარემოცვაში, რომლებიც გუშინ მამის ერთული მეგობრები იყვნენ. ოჯახის მეგორები ერთმანეთის მიყოლებით აქცევდნენ მას ზურგს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ვასილი სტალინს, საბრძოლო ფორმის ტარების უფლება ჩამოართვეს, ჯარიდან გარიცხეს და ბოლოს კი დააპატიმრეს.
სწორედ მაშინ სვეტლანამ გადაწყვიტა გვარი შეეცვალა და ალილუევა გამხდარიყო.
ასევე ვერ აეწყო სვეტლანას მესამე ქორწინება. იმ პერიოდში იგი ჯონრიდ სვანიძის, მისი შოერული ნათესავის მეუღლე იყო. რომელიც მამამისის ჩამოხრჩობის შემდეგ ყაზანის საგიჟეთში გააგზავნეს, ხოლო შემდეგ ციმბირში. შესაძლოა ეს ქორწინებას სვეტლანას სინდისის ქენჯნის გამო შედგა რადგან ამ ყველაფერში დამნაშავე სტალინი იყო. მაგრამ შესაძლოა სხვა უფრო მნიშვნელოვანმა ფაქტორმა ითამაშა.
თუმცა გრძნობებლი ძალიან მალე გაქრა და სვეტლანამ, რომელიც თავის სექსუალურობას არასდროს მალავდა, მალე ინდოელ კომუნისტთან რაჯი ბრიჯენე სინგხისთან გააბა რომანი.
გაქცევა
1966 წლის 20 დეკემბერს სვეტლანა ინდოეთში ჩავიდა, სადაც თავისი ქმრის, რომელთანაც ოფიციალურად დაქორწინებული არ იყო, რაჯი ბრიჯენე სინგხის ფერფლი ჩაიტანა. ქვეყნიდან გასვლის უფლება მას საბჭოთა კავშირის პოლიტ ბიუროს წევრმა, პრემიერ-მინისტრმა კოსიგინმა მისცა.
გამგზავრების წინ საბჭოთა კავშირის ელჩმა ინდოეთში, ბენედიქტოვმა პირადად გადასცა მას პასპორტი, რომელიც ახლაც ინახება. მას კეთილი მგზავრობა უსურვა და თავის რეზიდენციაში დასასვენებლად გაემართა. ნებედიქტოვმა გადაწყვიტა დაზღვეულიყო. თავის ერთ- ერთ თანამშრომელს უბრძანა, რომ სვეტლანა პირადად გაეცილებინა. საქმე იმაშია, რომ იგი ყოველ საღამოს ერთსა და იგივე მარშრუტით სეირნობდა. რაც დაახლოებით საათს იკავებდა.
გაქცევის დღეს, როდესაც სვეტლანა სასეირნოდ იყო წასული მის დასახლებასთან მოსკოვში ინდოეთის ელჩის ქალიშვილი მივიდა. დაცვამ ზრდილობიანად უთხრა, რომ სვეტლანა სასეირნოდ იყო წასული და მალე დაბრუნდებოდა. სტუმარი კარგა ხანს ელოდა მეგობარს. მაგრამ იგი არა და არ გამოჩნდა. ამასობაში დაცვაც აღელდა, დაათვალიერეს მისი ოთახი და ნახეს, რომ ჩემოდნები ადგილზეა. ბოგდანოვმა უმალ დაიწყო მისი გამცილებლის ძებნა, მაგრამ ამაოდ. მოთვალთვალე ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა და დამნაშავის სახით დაიწყო მოყოლა, რომ როგორც ყოველთვის სვეტლანას მანქანით უკან უთვალთვალებდა. ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ სტალინის შვილი ამერიკის საელჩოსთან არ მივიდა. იმ დროს, ჩვეულებრივ ამერიკის საელჩო დაკეტილი იყო ხოლმე, მაგრამ მაშინ ალაყაფის კარი ღია აღმოჩნდა და შენობას არავინ იცავდა. სვეტლანა სწორედ ამ კარით შევიდა საელჩოში.
ძალიან მალე მედიაში გარცელდა ინფორმაცია, რომ სტალინის ქალიშვილმა აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა!
დღეს ჭეშმარიტება უკვე ცნობილია. იმავე ღამეს ამერიკელებმა ალილუევა დელის აერპორტიდან შვეიცარიაში გააფრინეს. სვეტლანამ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით მას უარი უთხრეს. მაშინ დევნილი იტალიაში გაემართა, მაგრამ ისევ უარი უთხრეს. სვეტლანამ რამდენჯერმე დაურეკა მის ვაჟს, იოსებს რათა თავისი საქციელი აეხსნა, მაგრამ შვილმაც არ ისურვა მისი მოსმენა. საბოლოოდ, ამერიკელმა თანამოაზრეებმა იგი გერმანიაში, ხოლო შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს.
რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკაში სვეტლანა ჩუმად ჩავიდოდა, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა. კენედის აეროპორტში ალილუევა ჟურნალსტების წინაშე წარდგა.
- ყველას გაგიმარჯოთ! ყვიროდა დევნილი მიკროფონში.
„ აქ ჩემმა თვითგამოხატვის სურვილმა ჩამომიყვანა, რისი შესაძლებლობაც რუსეთში არასდროს მქონია."
რამდენიმე წლის შემდეგ სვეტლანა ალილუევას ავტობიოგრაფიული წიგნი „ოცი წერილი მეგობარს" გამოვიდა, რომელიც უმალ ბესტსელერი გახდა.
მაშინ ამერიკულმა „ეფ ბი აიმ" გადაწყვიტა სვეტლანასთვის ეთვალთვალათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მასთან კონტაქტზე კაგებეს აგენტები გადიოდნენ. მაგრამ, გამჟღავნებული პირადი საქმის მიხედვთ კაგებეს ახალი უფროსი, ანდროპოვი მის მიმართ ყურადღებას არ იჩენდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ალილუევაზე ნადირობა საბჭოთა კავშირს უფრო შეურაცხყოფდა ვიდრე ის ფაქტი, რომ სტალინის ქალიშვილი საბჭოთა კავშირიდან გაიქცა.
ამასობაში, 1970 წელს სვეტლანა კვლავ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული ამერიკელი არქიტექტორი, იულიამ პიტერსი გახდა. სვეტლანამ სახელი და გვარი შეიცვალა და ლანა პიტერსი გახდა. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: 1971 წელს ლანა პიტერსს ქალიშვილი -ოლგა შეეძინა, (მოგვიანებით, როდესაც გოგონამ მისი ბაბუის ვინაობა შეიტყო სახელი და გვარი შეიცვალა და კრის ევანსი გახდა), ხოლო, 1972 წელს მეუღლეს გაშორდა, თუმცა შვილზე ზრუნვის უფლება და ახალი სახელი და გვარი შეინარჩუნა.
„თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო."- აცხადებდა ჟურნალისტებთან მისი ქმარი უილიამ პიტერსი. „მაგრამ მოგვიანებით არიზონას შტატში, სკოტსდეილში გადავედით და ლანამ თავისი ავტორიტარული ხასიათის გამომჟღავნება დაიწყო. ზუსტად ისე, როგორც დიქტატორი მამამისი."
განშორების შემდეგ ლანა და ოლგა კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და მთელი ამ დროის განმავლობაში იგი არ კარგავდა მის შვილებთან, იოსებთან და კატიასთან შეხვედრის იმედს. მაგრამ ყველა მოლაპარაკება საბჭოთა ჩინოვნიკებთან ვიზის შესახებ ფუჭი აღმოჩნდა.
დაბრუნება
მოგვიანებით ლანა პიტერსმა ახალი გამოხტომა ჩაიდინა, რომელიც ამერიკელებს არ მოეწონათ. 1984 წლის ნოემბერში იგი უცაბედად მოსკოვში ჩავიდა. გაირკვა, რომ იგი რუსეთის კაგებეს აგენტებმა ჩაიყვანეს და ამ ფაქტის გამო სპეციალური პრეს-კონფერენციაც გამართეს. ალბათ ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელშიც ანდროპოვი დიდ როლს თამაშობდა. „საბჭოთა კავშირის უძღები შვილის დაბრუნება სამშობოლში."
„ჩემმა პოლიტიკურმა მტრებმა არა მხოლოდ დამაბნიეს, არამედ მწარედ მომატყუეს. მთელი ამ წლების განმავლობაში მე „ცეერუს" სათამაშო თოჯინა ვიყავი. ხოლო, ჩემი წიგნების გამომცემლებმა, იურისტებმა ისარგებლეს იმით, რომ იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვეოდი და ჩემი ჰონორარების დიდი ნაწილი მიითვისეს! „- აცხადებს სვეტლანა.
საბჭოთა ხელისუფლება სტალინის შვილის დაბრუნებას კეთილგანწყობილი შეხვდა. მას თბილისში სამოთახიანი ბინა და ავტომანქანა გადასცეს საკუთრებაში.
მაგრამ შვილებთან ურთიერთობის დალაგება მაინც ვერ მოხერხდა. ხოლო, მესამე შვილთან ოლგასთან, რომელიც მამასთან აშშ-ში დატოვა ურთიერთობა უფრო გაუფუჭდა.
1986 წელს ლანა პიტერსმა გორბაჩოვს აშშ-ში გასვლის ნებართვა სთხოვა.
სიბერე
ალილუევას სიბერის წლების შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი. იგი დიდ ხანს იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, სხვა ქვეყნებში. ბოლოს, ვისკონსინის შტატში, ქალაქ რიჩლენდში დასახლდა, სადაც სახელმწიფოს მიერ თვეში დანიშნულ 700 დოლარს ძლივს იზოგავდა.
სიცოცხლის ბოლო სამი წელი მან მოხუცთა თავშესაფარში, Richland Center- ში გაატარა, სადაც მოულოდნელად გაზეთ Wisconsin State Journal -ს ინტერვიუზე დასთანხმდა. აღნიშნულ ინტერვიუში მთელი მისი ცხოვრების და შეცდომების პასუხისმგებლობა მამას დაადო.
„სტალინმა გატეხა მთელი ჩემი ცხოვრება. მან შექმნა ჩრდილი, რომლიდანაც მე ვერასდროს გამოვიდოდი. ყველგან სადაც მე ვცხოვრობ, იქნება ეს შვეიცარია, ინდოეთი თუ ავსტრალია, მამაჩემის სახელით ყველგან პოლიტიკური პატიმარი ვიქნები."- განაცხადა ალილუევამ.
მისი ქმარი, უილიამ პიტერსი 1991 წელს გარდაიცვალა.
უფროსი ვაჟი, იოსები-2008 წლის ნოემბერში.
ეკატერინა ჟდანოვამ გეოლოგიაში მშვენიერი კარიერა გაიკეთა და კამჩატკაზე ცხოვრობს.
ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, კრის ევანსი ორეგონის შტატ, ქალაქ პორტლენდში ცხოვრობს სადაც შვილებს ზრდის. ხოლო, ზუსტად ერთი წლის უკნა სვეტლანა სტალინი ამ ქვეყანას გამოეთხოვა.
http://www.softmixer.com/2012/12/blog-post_4732.html
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)