საფრანგეთის დევნილთა და დროებით გადააგდილებულთა სააგენტომ (Ofpra) 2013 წლის ანგარიშის თანახმად საქართველო, კოსოვო და ალბანეთი იმ ქვეყნების სიაში შეიტანეს სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია და პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხორციელდება. ასეთ ქვეყნებს Ofpra „უსაფრთხო" ქვეყნებად მოიხსენიებს და ამ ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საფრანგეთის ტერიტორიაზე- არ განიხილავს, გარკვეული გამონაკლისების გარდა.
ბოლო მონაცემებით სიაში 18 ქვეყანაა. იმ შემთხვევაში თუ ამ სიაში შეტანილ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შესაძლებელია ამ სიიდან უსაფრთხოდ ჩათვილი სახელმწიფო ისევ ამოღებული იქნეს.
საფრანგეთის დევნილთა და დროებით გადაადგილებულთა სამსახურის Ofpra-ს მიერ ასეთი სია ყოველწლურად დგება. Ofpra-ს მიერ შედგენილი უსაფრთხო ქვეყნების სია ყოველი წლის ბოლოს საფრანგეთის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის Service-Public.fr -ის ვებ გვერდზე ქვეყნდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ავრცელებს.