reportiori.ge - გიგა ბოკერია: პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, არ დააბრუნოს ჯალათის ძეგლი ჩვენს ქალაქში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:46
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, არ დააბრუნოს ჯალათის ძეგლი ჩვენს ქალაქში
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 15:29

უშიშროების საბჭოს მდვივანი, გიგა ბოკერია ხელისუფლებას გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს.
"მიმაჩნია, რომ მილიონობით ადამიანის ჯალათის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ჯალათის, ბოროტების იმპერიის შემოქმედის, ფაშიზმთან ერთად მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტებისა და უბედურების შემოქმედის ძეგლის დაბრუნება და მისი "ხსოვნის განდიდება" იქნება ჩვენი წარსულის შეურაცხყოფა, რეპრესირებულთა შეურაცხყოფა, ასევე დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს ჯალათის ძეგლი ჩვენს ქალაქში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მუზეუმს სახელი და შინაარსი შეეცვლებოდა და ის მიეძღვნებოდა რეპრესირებულთა ხსოვნას და იმის ჩვენებას, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საქმე არ არის გაგრძელებული. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამ მუზეუმსაც სწორი შინაარსი მისცეს და განახორციელოს ის გადაწყვეტილება, რაც წინა ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული",
- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
კულტურის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრში დაბრუნდეს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016