პრეზიდენტის შეხვედრამდე იარუსლავ კაჩინსკიმ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი მოინახულა. პოლონელმა ყოფილმა პრემიერმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება დაახლოებით ნახევარი საათის წინ დატოვა, პირისპირ შეხვედრა კაჩინსკის და ვანო მერაბიშვილის, ნახევარი საათი მიმდინარეობდა. კაჩინსკი არის შეშფოთებული იმ პირობებით რა პირობებშიც იმყოფება ვანო მერაბაშილი. მან ასევე მოიყვანა უკრაინის მაგალითი და აღნიშნა რომ ხშირად ხდება საქართველოს და უკრაინის შედარება თუმცა ყოფილი პრემიერი ტიმოშენკო უკრაინაში გაცილებით უკეთეს პირობებში იმყოფება. კაჩინსკის განცხადებვით ის ასევე შეშფოთებულია იმით რომ ვანო მერაბიშვილს არ ეძლევა ახლო ნათესავების მონახულების საშუალება რაც მისი თქმით არ შეიძლება ხდებოდეს ცივილიზებულ ქვეყანაში.
„მოვინახულე ციხეში ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ძალიან გვაშფოთებს ის პირობები რომელშიც ის იმყოფება. ქალბატონი იულია ტიმოშენმკო ბევრად კარგ პირობებშია, ამიტომ არასწორია როდესაც შედარებებს აკეთებენ, ვანო მერაბიშვილს არ აქვს საშუალება რომ თავის ოჯახის წევრებს შეხვდეს. ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტები მაშინ ხდება როდესაც საქმე ეხება დიდ კრიმინალისტებს ამ შემთხვევაში კი ასე არ არის,"- განაცხადა იარუსლავ კაჩინსკიმ.