ჟურნალი „ტაბულა" 133-ე ნომერში სტატიას სათაურით „წერილები სანტას" აქვეყნებს. ჟურნალში სხვა ცნობილ ადამიანთა შორის ექს-პრემიერის, ამჟამად პატიმრობაშ მყოფი ვანო მერაბიშვილის წერილიც მოხვდა. გთავაზობთ ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც იუმორის სტილშია დაწერილი.
„მართალია, პირადად არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დიდი ხანია გინცობ (და იმიტომ არა, რომ მრავალი წელი შენს ტელეფონს ვუსმენდით). ვფიქრობ, რაღაც ასპექტში სულიერი მეგობრებიც კი ვართ. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მეც საათობით ვადგენდი სიას და მერე ვარკვევდი ვინ იყო დამჯერე და ვინ ჯიუტი. ჩემს სიაში თითქმის ყველა ჯიუტი აღმოჩნდა.
ჩემი ციხის საკნიდან ადვილი იქნებოდა საახალწლო სურვილების გრძელი სიის ჩამოწერა: უკეთესი ტელევიზორი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სეირნობის შესაძლებლობა. მაგრამ რაღაც ნამდვილად მენატრება, ეს ჩემს მეგობრებთან ყოფნაა.
რადგან ვიცი, რომ ჩემი განთავისუფლება შენს ძალებს ალბათ აღემატება, იმის გაკეთებას მაინც ხომ ვერ შეძლებდი, რომ ჩემი ძველი მეგობარი მიშა რაღაც ხნით ჩემთან იყოს? ერთადერთი, რაც ამისთვის უნდა გააკეთო, მიშას აეროპორტში მიყვანაა, იქიდან კი, ვფიქრობ, ამ საქმეს ჩემი შემცვლელები სამინისტროში თვითონ გაართმევენ თავს", - წერია წერილში.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)