მეცნიერებმა მარსზე თოვლი დააფიქსირეს. ეს უჩვეულო მოვლენა სპეციალური აპარატის საშუალებით დაფიქსირდა, რომლითაც გამოვლინდა, რომ „წითელ პლანეტაზე" ატმოსფერო შეიცვალა და ტემპერატურა დაეცა.
მარსის თოვლი დედამიწის ნალექისგან თავისი ქიმიური შემადგენლობით განსხვავებულია, რადგანაც ის არ შეიცავს გაყინულ წყალს. ის ძირითადად ნახშიროჟანგისგან შედგება და მოგვაგონებს თოვლის მტვერს. ირკვევა, რომ მარსზე თოვლი ძირითადად დაბალი ტემპერატურისას ჩნდება და ამიტომ დედამიწის მაცხოვრებლებს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, მარსზე პოტენცური წამსვლელების პირველი ათასეული შერჩეულია. პროექტ Mars One-ს ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პირველი ტურის შედეგად, წითელ პლანეტაზე გაფრენის მისიაში მონაწილეობისთვის 1058 ადამიანი შეარჩიეს, იტყობინება „სიბიესი". მომავალ ასტრონავტებს შორის 52 რუსეთის მოქალაქეა.
პოტენციური „მარსელების" უმეტესობა აშშ-ს მცხოვრებლები არიან. - 297 ადამიანი, მეორე ადგილზე არიან კანადელები - 75 ადამიანი, მესამეზე - ინდოეთი (62 ადამიანი), მეოთხეზე რუსეთი, სულ პირველი შესარჩევი ტური 107-მა ადამიანმა გაიარა.
კომპანიამ მანამდე გამოაქვეყნა მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ დედამიწიდან წასული მომავალი მარსელები: ადამიანის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა; ასაკი - 18 წელზე მეტი; თვისებები: ამტანობა, ახალ სიტუაციასთან ადვილად შეგუების უნარი, ინტერესიანობა, შემოქმედი და გამჭრიახი აზროვნება. მისიის არსის წვდომის უნარი; ჯანმრთელი ურთიერთობის აწყობისა და შენარჩუნების უნარი; თვითანალიზის ქონა; ბუნების მიმნდობი.
ერთ-ერთი ჯგუფი მარსზე 2022 წლის სექსტემბერში გაფრინდება, დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდებიან.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)