reportiori.ge - „ფორმულა კრეატივის“ ჯგუფმა მედიასთან ახალი მხატვრული ფილმის „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ ჩვენება გამართა(ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:57
კულტურა
„ფორმულა კრეატივის“ ჯგუფმა მედიასთან ახალი მხატვრული ფილმის „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ ჩვენება გამართა(ფოტოკოლაჟი)
09 იანვარი, 2014. 02:43

კინოთეატრ „ამირანში" პრესისთვის და  ბლოგერებისთვის  ახალი ქართული მხატვრული ფილმის „ჩემი ცოლის დაქალი კინოში" ჩვენება გაიმართა.


მირიან ბარათეონის, „ბაბულიკებისა" და სხვა სტილის პერსონაჟები სახალისოდ გაშარჟებულნი არიან. თუმცა ამჯერად ფილმში ახალი პერსონაჟი, რეჟისორი „სოკო" გამოჩნდა, რომელიც სხვა გმირებთან შედარებით სიმშვიდითა და დინჯი ხასიათით გამოირჩევა. „სოკოს" როლს რეჟისორი გიორგი პოპიაშვილი  ასრულებს. მისმა გმირმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ფილმის პროდიუსერის, ირაკლი საღინაძის განცხადებით პოპიაშვილი სერიალში მოღვაწეობას აღარ გააგრძელებს, რადგან იგი თავად რეჟისურაზე სწავლობს და თავის სფეროში ბევრი მიღწევებიც აქვს.


 „გიორგი პოპიაშვილი იგივე „პოპიკა", რომელიც „სოკოს"  როლს ასრულებს თავადაც რეჟისორია. ძალიან ნიჭიერი და  საქმის მცოდნე ადამიანია. მერსედესის სმარტ რეკლამაზე ოქრის ლომი აქვს მოგებული.  უბრალოდ იმის გამო, რომ ძალიან დაკავებულია სერიალში მოღვაწეობას ვეღარ გააგრძლებეს. ჩვენი თანამშრომლობა ამჯერად მხოლოდ ამ ფილმით შემოიფარგლა."- განაცხადა  ირაკლი საღინაძემ „რეპორტიორთან."


ფილმის კიდევ ერთი პროდიუსერის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით  ფილმმა საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა, თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც.


„კომერციულ ნაწილში ეს ფილმი ნაკლებად წარმატებულია ვიდრე ფორმულა კრეატივის მიერ გადაღებული პირველი სეზონის ფილმი-„ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი." საზოგადოების მხრიდან ეს კონტრავესიული პუნქტია. ბევრს მოსწონს, არის ხალხი ვისაც არ მოსწონს, თუმცა განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს. მზად ვართ კრიტიკისთვის და  კომპლიმენტების მისაღებდაც.


საბოლოო ჯამში ჩვენი ჯგუფი თვლის, რომ ეს ძალიან წარმატებული პროექტი იყო."- აცხადებს გუმბარიძე.  


ფილმის ბიუჯეტი 200 ათას ლარს შეადგენს, რაც ევროპული კინემატოგრაფიის მასშტაბით ძალიან მწირია, მაგრამ ქართული კომერციული ფილმისთვის  აღნიშნული თანხა მაღალ ბიუჯეტად ითვლება.


რაც შეეხება „ფორმულა კრეატივის" სამომავლო გეგმებს, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" გადაღება გრძელდება.  ხოლო მესამე სეზონის რეიტინგის მიხედვით გადაწყდება შედგება თუ არა მესამე ფილმის გადაღება.


„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მესამე ფილმიც გადავიღოთ და  ამ ყველაფერს ტრილოგიის სახე მივცეთ."- აღნიშნა „რეპორტიორთან" საუბარში ფილმის პროდიუსერმა.  


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016