reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: მადლობა კაჩინსკის ვანო მერაბიშვილის მონახულებისთვის, რომელიც სრულიად უსამართლოდ არის დაპატიმრებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:10
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მადლობა კაჩინსკის ვანო მერაბიშვილის მონახულებისთვის, რომელიც სრულიად უსამართლოდ არის დაპატიმრებული
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 15:39

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის პოლიტიკური პარტიის „უფლებები და სამართლიანობა" თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო ურთიერთობა იყო.

"ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენაში, დამპყრობლის შეჩერებაში თბილისის კარიბჭესთან, იმაში, რომ საქართველოს დროშა ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებზე, საქართველო არის თავისუფალი და ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა. ორივე ძმა - იაროსლავი და ლეხი იყვნენ საოცრად გამბედავნი, ძალიან გონიერი ადამიანები, რომელთათვისაც საქართველო მათი გულის და სულის ნაწილია. მათი ინიციატივით ვარშავაში გაიხსნა იმ ქართველი ოფიცრების ძეგლი, რომლებიც პოლონეთის დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძოდნენ. ამიტომ ჩვენთვის ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი და მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ამასწინათ პოლონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტში გაიმართა მოსმენები საქართველოზე, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს ოკუპაციის წინააღმდეგ, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ დღეს იაროსლავ კაჩინსკიმ მოინახულა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სრულიად უსამართლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით არის დაპატიმრებული და ამას წყალი არ გაუვა და ყველა აღიარებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი იზეიმებს და ეს უკანონობა შეჩერდება და შეწყდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსაც შეეხო. იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა და, ამ მხრივ, ქვეყანას წარმატებები უსურვა. მხარეებმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილეს და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016