reportiori.ge - ვარსკვლავებისთვის გადახდილი მილიონები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
სპორტი
ვარსკვლავებისთვის გადახდილი მილიონები...
09 იანვარი, 2014. 13:20

ახალი, 2014 წლის დადგომასთან ერთად, დადგა დრო მსოფლიო ფეხბურთისთვის განვლილი 2013 წელი შევაფასოთ. სწორედ ეს ტენდენცია შეინიშნება წამყვან ევროპულ გამოცემებში და ჩვენს მკითხველსაც არ მოვაკლებთ მსგავს სიამოვნებას.

ახლა იანვარია, სატრანსფერო პერიოდი ნელ–ნელა ძალებს იკრებს და მალე პიკსაც მიაღწევს. ტრანსფერები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ამ ეტაპისთვის ყველაზე მოთხოვნადი თემა გახლავთ.

ევროპის წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა 2013 წლის გამორჩეული, ძვირადღირებული ტრანსფერები დაასახელეს და მათგან 10 საუკეთესოს, უძვირფასესს გთავაზობთ.

2013 წლის TOP–10 ტრანსფერის ჩამოთვლამდე მხოლოდ ერთს დავძენთ. ამ ათეულში ათვლა ყველაზე ნაკლები სატრანსფერო ფასიდან იწყება და ყველაზე ძვირადღირებულით მთავრდება. ასე რომ, ვნახოთ, რომელი ვარსკვლავი რამდენად ამართლებს მის სანაცვლოდ გადახდილ ათეულობით მილიონს...

 

 

 

1. კარლოს ტევესი

ასაკი – 29 წლის

ეროვნება – არგენტინა

ტრანსფერი – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – „იუვენტუსი“ (იტალია)

სატრანსფერო თანხა – 12 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 15 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („მანჩესტერ სიტიში“) – 4 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („იუვენტუსში“) – 11 გოლი (18 მატჩში)



არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა, ანუ „შრამიანმა კაცმა“, როგორც მას „იუვეს“ ტიფოზები უწოდებენ, „ბიანკონერის“ შედეგიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გადაჭრა. 29 წლის ტევესმა 2013 წელს 18 გოლი შეაგდო და აქედან 11 მიმდინარე სეზონში, 18 მატჩში გაიტანა. „ბიანკონერის“ მეგოლე იტალიური სერია A–ს ბომბარდირთა სიაში მე–2 ადგილზეა, მისი „იუვენტუსი“ კი 8–ქულიანი ფორით ლიდერობს ცხრილს...




2. მარიო ბალოტელი

ასაკი – 23 წლის

ეროვნება – იტალია

ტრანსფერი – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – „მილანი“ (იტალია)

სატრანსფერო თანხა – 20 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში  – 18 გოლი (26 მატჩში)

სტატისტიკა „მილანში“

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში – 12 გოლი (13 მატჩში)

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში – 6 გოლი (13 მატჩში)




2013 წლის დასაწყისში, „მილანი“ მარიო ბალოტელის დამატებით გაძლიერდა. ამ თავნება და ვულგარული ცხოვრების მოყვარული ფორვრდის „მილანელოზე“ გამოჩენას, გასულ ზამთარს ბევრი სკეპტიკურადაც კი შეხვდა, მაგრამ, ბალოტელიმ მეტსახელი „სუპერ მარიო“ გაამართლა. მის გადასვლამდე „მილანი“ 20 გუნდიანი სერია A–ს ცხრილში, მეორე ნახევარში იმყოფებოდა, მაგრამ, ბალოტელის შედეგიანი თამაშის წყალობით, „როსო ნერიმ“ არა მხოლოდ ცხრილში გაიუმჯობესა პოზიციები, არამედ, თითქმის შეუძლებელი შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზო საგზური მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში, ბალოტელიმ გასულ ჩემპიონატში გატანილი გოლების ნახევარი, მხოლოდ 6 ბურთი შეაგდო. მისმა შედეგიანობამ იკლო და „მილანი“ ცხრილში მე–11 ადგილზეა. „როსო ნერის“ ტიფოზები „სუპერ მარიოს“ მორიგ გაბრწყინებას ელიან და ვნახოთ...




3. ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი (ისკო)

ასაკი – 21 წლის

ეროვნება – ესპანეთი

ტრანსფერი – „მალაგა“ (ესპანეთი) – მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი)

სატრანსფერო თანხა – 30 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 11 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („მალაგაში“) – 5 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („რეალში“) – 6 გოლი (16 მატჩში)



ფეხბურთის სპეციალისტთა უმრავლესობა სასიამოვნოდ აღფრთოვანდა მადრიდის „რეალის“ მიერ განხორციელებული ამ ტრანსფერით. „სამეფო ლუბის“ მესვეურებმა თურქული ფესვების მქონე მესუთ იოზილი 50 მილიონ ევროდ გაყიდეს და მის ნაცვლად, მისსავე პოზიციაზე უფრო ახალგაზრდა და გაცილებით უფრო დიდი ტალანტის მქონე ისკო შეიძინეს. 21–წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი ისკო, იგივე ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი კარგად მოერგო „რეალს“. მართალია, „რეალის“ მაისურით, ისკომ 16 მატჩში ჯერ მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, მაგრამ, სპეციალისტთა მტკიცებით, ის მომავალში უფრო მეტად შდეგიანი იქნება. უფრო მეტიც, სპეციალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისკო უფრო მეტად გაამართლებს „რეალის“ მესვეურეთა იმედებს, ვიდრე უელსელი გარეთ ბეილი, რომლის ტრანსფერსაც ისკოზე 3–ჯერ და უფრო მეტი თანხა დასჭირდა.



4. გენრიხ მხითარიანი

ასაკი – 24 წლის

ეროვნება – სომხეთი

ტრანსფერი – „შახტიორი“ (დონ. უკრაინა) – დორტმუნდის „ბორუსია“ (გერმანია)

სატრანსფერო თანხა – 27.5 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 10 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („შახტიორში“) – 7 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („ბორუსიაში“) – 3 გოლი (15 მატჩში)



გასულ ზაფხულს, უკრაინელთა დონეცკური გრანდის ვარსკვლავი გენრიხ მხითარიანი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა. მხითარიანზე დორტმუნდში დიდ იმედებს ამყარებენ. მართალია, შედეგიანობით ის ჯერჯერობით თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ, თამაშის მანერით ამტკიცებს, რომ მისი სრულად შეფასება ჯერ ნაადრევია. „ბორუსიამ“ მხითარიანი მარიო გიოტცეს შემცვლელად მიიჩნია და სპეციალისთა დიდი ნაწილის მტკიცებით, ის ამ მისიის შეასრულებას შეძლებს, მაგრამ, საამისოდ კიდევ ცოტა დრო სჭირდება. ჩვენს დაველოდოთ ამ სეზონის დასასრულს და სომხეთის ნაკრების ყველაზე კაშკაშა ფიგურის, მხითარიანის, „შავ–ყვითლებში“ გატარებული სადებიუტო სეზონი მერე შევაფასოთ...



5. მარიო გიოტცე

ასაკი – 21 წლის

ეროვნება – გერმანია

ტრანსფერი – დორტმუნდის „ბორუსია“ (გერმანია) – მიუნხენის „ბაიერნი“ (გერმანია)

სატრანსფერო თანხა – 37 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 8 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („ბორუსიაში“) – 4 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („ბაიერნში“) – 4 გოლი



თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბაიერნის“ მიერ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ მარიო გიოტცეს დამატება, ერთბაშად რამდენიმე ასპექტით იყო გამართლებული. ჯერ ერთი, ამ ტრანსფერით, რეკორდმაისტერმა „ბავარიელებმა“ ბუნდესლიგაში უშუალო კონკურენტი დორტმუნდელები დაასუსტეს. მეორეც, მარგალიტი–გიოტცე სრულიად ადეკვატურ ფასად დაიმატეს. ერთ წელიწადში შესაძლოა ორმაგადაც კი გაყიდონ. მესამე, „ბაიერნმა“ 21 წლის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი დაიმატა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშოს... გიოტცე, ჯერჯერობით 11 მატჩში გატანილი 4 გოლით შეეწია ბავარიელებს. მათ შორის ერთი ყოფილ გუნდს გაუტანა. 2013 წლის 23 ნოემბერს, დორტმუნდელთა საშინაო მარცხს „ბაიერნთან“ სწორედ მარიო გიოტცეს გოლმა დაუდო სათავე. გოლებს თავი რომ დავანებოთ, შუა ხაზში გიოტცეს თამაში გამორჩეული და ბავარიელებისთვის სასარგებლოა.



6. მესუთ იოზილი

ასაკი – 25 წლის

ეროვნება – გერმანია

ტრანსფერი – მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი) – ლონდონის „არსენალი“ (ინგლისი)

სატრანსფერო თანხა – 50 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 4 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („რეალში“) – 0 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („არსენალში“) – 4 გოლი (15 მატჩში)



„სამეფო კლუბის“ ამ უკვე გერმანელ ვარსკვლავზე, მესუთ იოზილზე „არსენალის“ მესვეურები დიდ იმედებს რომ ამყარებდნენ, ამაზე მის სანაცვლოდ გადახდილი 50 მილიონი ევროც მეტყველებს. თუმცა, ისევე როგორც მხითარიანის შემთხვევაში, ალბათ ჯერ ნაადრევია იოზილის „მეთოფეთა“ გუნდში ასპარეზობის შეფასება. ამ თურქუული ფესვების მქონე გერმანელმა, არსენ ვენგერის გუნდში4 გოლი გაიტანა, თუმცა კი 15–ივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. 15 შეხვედრიდან 3–4 მატჩში იოზილი გმორჩეული გახლდათ, მაგრამ საშუალო და უფრო დაბალ დონეზე ჩატარებული შეხვედრებიც გვახსოვს... თუმცა, იოზილის „არსენალი“ ინგლისური პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია, რაც მესუთის დამსახურებაცაა... ალბათ უპრიანი იქნება, „არსენალში“ იოზილის კარიერას, ამ სეზონის ბოლოს თუ შევაფასებთ... მით უმეტეს, მესუთ იოზილს, საჩემპიონატო მატჩებში, 2013 წლის განმავლობაში, „რეალის“ რიგებში ბურთი არ გაუტანია... მან ოთხივე გოლი „არსენალის“ მაისურით შეაგდო...



7. ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორი (ნეიმარი)

ასაკი – 21 წლის

ეროვნება – ბრაზილია

ტრანსფერი – „სანტოსი“ (ბრაზილია) – „ბარსელონა“ (ესპანეთი)

სატრანსფერო თანხა – 57 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 18 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („სანტოსში“) – 12 გოლი (18 მატჩში)

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („ბარსელონაში“) – 6 გოლი (15 მატჩში)



ფეხბურთის სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 57 მილიონად შეძენილი ნეიმარი „ბარსელონას“ უფრო მეტად წაადგება, ვიდრე მასზე უფრო ძვირად შეძენილი სხვა რომელიმე ვარსკვლავი. კონფედერაციის თასის საუკეთესო ფეხბურთელი ჩინებულად მოერგო „ბარსელონას“. 21 წლის ამ ბრაზილიელმა გენიამ, ლიონელ მესის ტრავმისას არნხული სარგებელი მოუტანა „ბარსას“ და ის, რომ კატალონური გრანდი კვლავაც ცხრილის სათავეშია, ამაში ნეიმარს ლომის წვლლილი მიუძღვის. ნეიმარმა „ბარსასთვის“ 15 მატში 6 გოლი გაიტანა და რომ არა როტაციის პრინციპი, ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორის შედეგიანობა უფრო უკეთესი იქნებოდა.



 

8. რადამელ ფალკაო

ასაკი – 27 წლის

ეროვნება – კოლუმბია

ტრანსფერი – მადრიდის „ატლეტიკო“ (ესპანეთი) – „მონაკო“ (საფრანგეთი)

სატრანსფერო თანხა – 60 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 20 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („ატლეტიკოში“) – 11 გოლი


მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („მონაკოში“) – 9 გოლი (15 მატჩში)



„ელ ტიგრედ“ წოდებული კოლუმბიელი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის წინ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას ერთ–ერთი ყველაზე სასურველი ფორვარდი იყო. 2013 წლის განმავლობაში გატანილი 20 გოლიდან, ფალკაომ 9 გატანილი ბურთი „მონაკოს“ მაისურით იზეიმა, მაგრამ ფრანგული პრესა კოლუმბიელი სნაიპერისგან უფრო მეტს მოელოდა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეკემბერში მას ბევრი გაუცდა. რადამელ ფალკაოს შედეგიანობის მაჩვენებელი კარგ აქვს, მაგრამ ფრანგები მისი დიდად მადლიერი მაინც არ არიან და ფრანგული პრესა ამ ბოლო ხანს პერიოდულად სპეკულირებს, 60 მილიონ ევროდ შეძენილი რადამელ ფალკაო, ამ ზამთარს „მონაკოდან“ „ჩელსიშ“ გადავაო... ვნახოთ...



9. ედინსონ კავანი

ასაკი – 26 წლის

ეროვნება – ურუგვაი

ტრანსფერი – „ნაპოლი“ (იტალია) – „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)

სატრანსფერო თანხა – 64.5 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 28 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („ნაპოლიში“) – 16 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („პარი სენ ჟერმენში“) – 12 გოლი (17 მატჩში)




2012–1013 წლების სეზონში, „ნაპოლის“ რიგებში გატანილი 29 გოლით ურუგვაელი „სპაინერი“ ედინსონ კავანი არა მარტო „ნაპოლის“, არამედ იტალიური სერია A–ს საუკეთესო ბომბარდირად იქცა. 2013 წლის განმავლობაში, კავანიმ 28 გოლი მიითვალა, აქედან 12 ბურთი ამჟამინდელი გუნდის „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში გაიტანა. აღსანიშნავია ის, რომ ურუგვაელი მეგოლე პარიზელთა გუნდში, მთავარი მეგოლის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილქვეშ არ მოექცა და 12 გოლით შეეწია პსჟ–ს. უფრო მეტიც, საფრანგეთის მთავარი ლიგის ბომბარდირთა დავაში ედინსონ კავანი იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეორე ადგილზეა და ზლატანს მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება. ეს სტატისტიკაა და ამავე დროს ურუგვაელი თავდამსხმელის შედეგიანობის ნათელი სურათია. კავანი ისევ გოლის გატანის მადაზეა და სპეციალისტთა მტკიცებით კიდევ ბევრს გაიტანს...



10. გარეთ ბეილი

ასაკი – 24 წლის

ეროვნება – უელსი

ტრანსფერი – „ტოტენჰემი“ (ინგლისი) – მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი)

სატრანსფერო თანხა – 100 მილიონი ევრო

2013 წლის განმავლობაში – 29 გოლი

2012–2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში („ტოტენჰემში“) – 12 გოლი

მიმდინარე, 2013–2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში („რეალში“) – 7 გოლი (11 მატჩში)



11 თამაშში გატანილი 7 გოლი, გარეთ ბეილის ეს მაჩვენებელი მადრიდის „რეალში“ ურიგო ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „სამეფო კლუბმა“ მის სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები, 100 მილიონი ევრო გადაიხადა, მაშინ ალოგიკური სულაც არაა ესპანელი ფანებისა და პრესის მოთხოვნა... ისინი ბეილისგან კრისთიანო რონალდუს მსგავს შედეგიანობას ითხოვენ...


გუნდს რომელსაც ორი ისეთი ძვირადღირებული ვარსკვლავი ჰყავს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილია, ცხრილში მე–3 ადგილზე არ უნდა იყოს და  ასევე სამართლიანია გულშემატკივართა მოთხოვნა და ლიდერს ერთბაშად 5 ქულით არ უნდა ჩამორჩებოდეს – ესეც სწორი შენიშვნაა გულშემატკივრებისა და ფეხბურთის სპეციალისტთა მხრიდან....

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016