ამ სათაურით სირიისა და ლიბანის საიტებმა სტატია გამოაქვეყნეს. ინფორმაციის ძირითად წყაროდ ირანის სახელმწიფო ტელეარხი Al-Alam სახელდება.
როგორც გამოცემები წერენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიფიცა, რომ ვოლგოგრადის ტერაქტებს სასტიკ პასუხს გასცემს. ამის შედეგად შეიცვლება ახლო აღმოსავლეთის რუკა. პუტინის განცხადებით, „არ არის არანაირი გამოძიების საჭიროება იმის შესახებ, თუ ვინ დაგეგმა ეს ტერაქტები. დამკვეთები ისევ ის ძალები არიან, ვინც ტერაქტებს ჩადის სირიაში, ერაყსა და ლიბანში“.
პუტინმა დაიფიცა და განაცხადა: „დამნაშავეებს მე არ მივცემ დიდ დროს, და ჩვენი პასუხი იქნება ახლო აღმოსავლეთის რუკის შეცვლა. ეს არის ჩემი დაპირება დიდი რუსი ხალხის მიმართ!“
Al-Alam არ ამხელს, ვინ არის ამ წყაროს ავტორი და ვის წინაშე გააკეთა ამგვარი განცხადება პუტინმა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)