reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: თენგიზ გუნავა არის გმირი და მე მას შევიწყალებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:44
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: თენგიზ გუნავა არის გმირი და მე მას შევიწყალებ
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 16:11

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის პატიმრობაში მყოფ თენგიზ გუნავას შეიწყალებს.

"გუბერნატორი გუნავა, ყველამ კარგად იცის, რისთვის არის დაპატიმრებული. ჯერ მას ღიად, ყველას თვალწინ შეუგდეს ნარკოტიკები და იარაღი, აღიარეს, რომ შეუგდეს ნარკოტიკები და იარაღი. ის პოლიციელები, ვინც ეს გააკეთეს, გააგდეს სამსახურიდან, ოღონდ მერე აღადგინეს ჩუმად. შემდეგ დაუწერეს მეორე ბრალდება, იმაშიც არაფერი გამოუვიდათ. შემდეგ წაუყენეს ბრალდება, რომ ოპერატიული თანხები, რომლის აღრიცხვის მეთოდოლოგია არის ძალიან არაზუსტი, იქ რაღაცა ფინანსურ-ბუღალტრული გარღვევა იყო. ვინც იცნობს თენგიზ გუნავას და იცის, როგორ ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობს, იცის, რომ გუნავას ხელს არაფერი არ მიჰკარებია. ეს არის ადამიანი, ვინც 2008 წელს გადაარჩინა ასობით მილიონი ლარის ქონება სენაკის ბაზაზე და ბუკის სისტემა, გაიყვანა ქართული გემები ფოთიდან, როდესაც რუსები აპირებდნენ აფეთქებას, სიცოცხლის რისკის ფასად, ჩემი პირადი ბრძანებით. ეს არის თენგიზ გუნავა. თენგიზ გუნავა ან ნებისმიერი რომ იყოს ეჭვმიტანილი ადამიანის უფლების დარღვევაში, წამებაში, ცემაში და კიდევ უფრო საშინელ დანაშაულებში, ვერასოდეს მიიღებს საპრეზიდენტო შეწყალებას. ამას გეუბნებით ერთმნიშვნელოვნად, რომელიც პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. მაგრამ ის იდეალისტები, რომლებიც აშენებდნენ ქართულ სახლემწიფოს და არაფერი სახლში არ წაუღიათ, იმათი ციხეში ჩასმა, როცა მარეკ დუდაევი გამოგყავს გარეთ, როცა ჩემი მუდარის მიუხედავად პედოფილები შეიწყალეს და უკვე მე-5 თუ მე-6 შემთხვევა გვაქვს, როცა ძალიან მაგარი გოგო ბათუმში მარიამი, რომლის ნაწერები წავიკითხე და კინაღამ გული გამისკდა, ბათუმის ბულვარის ყველაზე უფრო მაგარ განათებულ ადგილზე მოკლეს დღისით, მზისით, სრულიად დაუნდობლად და ამის შემდეგ პოლიციის პასუხი არის, რომ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ იქ აღარ მიხვიდეთო - ამ ყველაფრის ფონზე გუნავას ციხეში ყოფნა, რომელმაც სამეგრელოში მართლა აღმოფხვრა კრიმინალი, მიუღებელია. მეუბნებოდა ჩემი ზუგდიდელი მეგობარი ამასწინათ, როდის წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში და მითუმეტეს სამეგრელოში ასეთი უსაფრთხოება იქნებოდაო. როგორ წარმოვიდგენდით ამას საერთოდ. რა თქმა უნდა, გუნავას გავუშვებ, რა თქმა უნდა, შეწყალების აქტს ხელს მოვაწერთ და იმათ სინდისზე იყოს, ვინც გუნავა ჩასვა, თუ რამე სხვა იციან გუნავაზე, რაც მე არ ვიცი, თქვან. ჯერჯერობით რაც არის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა",  - როგორც იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეიზდენტმა განაცხადა თენგიზ გუნავა არის ადამინი რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაარჩინა სენაკის სამხედრო ბაზა. პრეზიდენტის თქმით გუნავა არის გმირი. ის იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016