აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას სისხლისმიერმა ძმამ, რომლის დედაც ლიტველი ებრაელია, ისრაელის გაზეთ „მაარივ"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გამოცემის ნიუ-იორკელ კორესპონდენტ ცახ იოკედთან საუბარში მარკ ობამა ნდენსანდო უფროს ძმასთან, საერთო მამასთან ურთიერთობასა და თავის ებრაულ წარმოშობაზე საუბრობს.
საუბრის დასაწყისში მარკ ობამა ნდენსანდო აცხადებს, რომ თავისი ებრაული წარმოშობა-ეამაყება. „თავს ებრაელად იმიტომ კი არ ვგრძნობ დედა რომ ებრაელია, არამედ იმიტომ, რომ ებრაული ტრადიციები, კულტურა და ფილოსოფია ჩემს სულთან ძალზედ ახლოა".
ცახ იოვედი აღნიშნავს, რომ მარკისა და ბარაკის მამა ბარაკ ჰუსეინ ობამა უფროსი 46 წლისა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მას ოთხი ცოლისგან 9 შვილი დარჩა.
მარკმა ფიზიკაში მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში, ხოლო ეკონომიკაში ემორიის უნივერსიტეტში მიიღო და თავისი და-ძმებისგან განსხვავებით, არასდროს შეურცხვენია ამერიკის პრეზიდენტი.
უფროს ძმასთან პირველი შეხვედრისას „აღმოუჩენია", რომ ის ძალიან „შავია", თვითონ კი ძალიან „თეთრი". ამასთან, ბარაკ ობამა დაიბადა და გაიზარდა აშშ-ში. თავად კი კენიაში და მთელი ცხოვრება ცდილობდა ამ „თეთრი ფესვების" აღმოჩენას.