reportiori.ge - გურამ ოდიშარია: პრინციპულად ვაცხადებ, რომ სტალინის ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:02
პოლიტიკა
გურამ ოდიშარია: პრინციპულად ვაცხადებ, რომ სტალინის ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება!
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 16:26

კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების საკითხს მისი უწყება არ წყვეტს. 
"ეს თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება სტალინის ძეგლი დაბრუნდეს ძველ ადგილას. მიუხედავად ამისა, ეს საქმე მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. ჩვენ კი მხოლოდ რჩევები შეგვიძლია მივცეთ. მაგალითად, ბალტიისპირეთის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, გორელებს შეუძლიათ გამოყონ ადგილი, სადაც არა მარტო სტალინის, არამედ სხვათა ძეგლები განთავსდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს საქმე კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის, თუმცა პრინციპულად ვაცხადებ, რომ ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით", - განუცხადა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016