reportiori.ge - იაროსლავ კაჩინსკი: რაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:23
პოლიტიკა
იაროსლავ კაჩინსკი: რაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 16:28

საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის იაროსლავ კაჩინსკისთან განცხადებით, ის, რაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.


ამის შესახებ კაჩინსკიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"ერების ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთაც როლი შეუდარებელია სხვებთან. ქართველი ერის ისტორიაში ასეთია მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც   საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია დაუბრუნა. მან თავის ერთან ერთად  დიდ წარმატებას მიაღწია ეკონომიკური განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ეს  ის არის, რაც თანამედროვე სახელმწიფოს აშენებს. საქართველოს სჭირდება განვითარება, ამის გარეშე წინსვლა არ იქნება. თუ მოქალაქეს უნდა იყოს სუბიექტი და გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს, მაშინ ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მომავლისთვის ბრძოლა ღირს. ის, რაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველაფერი, რაც მოხდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ამ რეგიონის და მსოფლიოს ისტორიაში შევა," - განაცხადა კაჩინსკიმ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016