reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი : კაჩინსკიმ არ შეიძლება იცოდეს ვანო მერაბიშვილი არის თუ არა კრიმინალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:10
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი : კაჩინსკიმ არ შეიძლება იცოდეს ვანო მერაბიშვილი არის თუ არა კრიმინალი
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 16:34

იარუსლავ კაჩინსკის  შეშფოთებას, ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის პირობებზე, ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა.  „რეპორტიორთან" საუბრისას ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კაჩინსკი არასწორ ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილის იმ პორობებზე რომელიც მას ციხეში აქვს.  მისივე  თქმით ყოფილი პრემიერის მიმართ არცერთი კანონი არ ირღვევა.

„ჩემი აზრით ბატონი კაჩინსკი არასწორ ინფორმაციას ფლობს,  ვინაიდან მან შეადარა ვანო მერაბიშვილის და იულია ტიმოშენკოს ამბები, და მან თქვა რომ  მერაბიშვილი უფრო უარეს მდგომარეობაშია ვირდე ტიმოშენკო, ეს არ შეეფერება  სიმართლეს. ვანო მერაბიშვილი ზის ისე როგორც უნდა იჯდეს, ყოველშემთხვევაში მის  მიმართ არ ირღვევა არცერთი კანონი. რაც შეეხება იმას არის თუ არა ის დამნაშავე ამას ვერც კაჩინსკი გადაწყვეტს და ვერც მე, ამას გადაწყვეტს სასამართლო. კაჩინსკიმ არ შეიძლება იცოდეს ის  კრიმინალია თუ არაა კრიმინალი. ჩვენ გულით და სულით ვიცით ვინც არის მერაბიშვილი, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებთ მას დამნაშავედ სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს. რაც შეეხება მონახულებას  ამ ეტაპზე კანონი  არ გულისხმობს  აუცილებლობას, რომ მოინახულოს ოჯახის წევრებმა. დანარჩენ შემთხვევაში რაც ეკუთვნის ყველაფერი აქვს,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას. მან ასევე აღნიშნა რომ მერაბიშვილი თუ თვილს რომ მის მიმართ რაიმე კანონი ირღვევა, მან უნდა მიმართოს ომბუცმენს და ჟურნალისტებს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016