reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა, პუტინთან სხვა ენით არ მილაპარაკია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:57
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა, პუტინთან სხვა ენით არ მილაპარაკია
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 16:46

„თუ ვინმეს ეგონა, რომ მე პუტინს რამე შეურაცხყოფა მივაყენე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა, არასოდეს მასთან სხვა ენით არ მილაპარაკია ომამდე. ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექვა და ფეხების დაკოცვნა ღირსეული საქციელი არ არის. ომამდე კი შესაძლებელი იყო  ზედმეტად დიპლომატიურები ვყოფილიყავით. როცა დღეს შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი კარგია და მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა, ეს ძალიან ჰგავს ზოგიერთ იმ შემარცხვენელ ქართულ ისტორიას, რომელსაც ღალატი ჰქვია. სხვა განმარტება გარდა ღალატისა არ არსებობს,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, რომ  თავი ღალატისგან  შორს დაიჭირონ. მისი განცხადებით, საქართველო აუცილებლად გამოვა  სიტუაციიდან. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან ფული წარმატებულად მხოლოდ ორმა ადამიანმა გამოიტანა,  აბრამოვიჩმა, რომელიც „ პუტინის ერთ-ერთი მოლარეა" და ბიძინა ივანიშვილმა.

„ჩვენი გეგმა უნდა იყოს საქართველოს  ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და საქართველოს მაქსიმალური ეკონომიური განვითარება, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა ივრცეში ვეღარასოდეს დაგვაბრუნოს. შევარდნაძე ზუსტად ისევე ეზიზღებოდა რუსეთს, როგორც- მე. შევარდნაძისგან განსხვავებული ფიგურა იყო გამსახურდია, გამსახურდიაც რუსეთის მტერი იყო,"-აღნიშნა პრეზიდენტმა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016