reportiori.ge - ბათუმის ბაღის გამგე და რამდენიმე თანამშრომელი საპირფარეშოში ათი გოგონას ერთად შეყვანისთვის გაათავისუფლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:43
რეგიონები
ბათუმის ბაღის გამგე და რამდენიმე თანამშრომელი საპირფარეშოში ათი გოგონას ერთად შეყვანისთვის გაათავისუფლეს
10 იანვარი, 2014. 17:02


სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით, ბათუმის #2 საბავშვო ბაღის გამგე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, „მონიტორინგის დროს 10 გოგონა საპირფარეშოში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ნახა, რაც ბავშვთა სწორად აღზრდისთვის მიუღებელია".

გუშინ, 16:00 საათზე ვეწვიე მეორე საბავშვო ბაღს და აღმოვაჩინე დარღვევა. საპირფარეშოში დავინახე ათი გოგონა, რომლებსაც საცვლები ჩაძრობილი ჰქონდათ და იყვნენ ნახევრად შიშვლები. მათთან პედაგოგიც იყო. ეს არის მიუღებელი აღზრდისთვის. მივიღე სათანადო ზომები - ბაღის გამგე, მეთოდისტი და პედაგოგი გავათავისუფლე სამსახურიდან", - აღნიშნა ნატალია ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, #2 საბავშვო ბაღის გამგე ნანა ირემაშვილს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია, რის გამოც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ბაღების გაერთიანება მოამზადებს.

ნანა ირემაშვილი ბათუმის საკრებულოში იმყოფება. ასევე, საკრებულოში იმყოფებოდა გათავისუფლებული პედაგოგი თინათინ გოგიტიძე. როგორც მან განაცხადა, საპირფარეშოში ოთხი გოგონა შეიყვანა ერთდროულად, რადგან მცირე ასაკის ბავშვებს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილის მოთმენას ვერ აიძულებს. პედაგოგი განმარტავს, რომ იმ დღეს ჯგუფში სულ 6 გოგონა იმყოფებოდა, რის დამადასტურებლად საკრებულოს აღრიცხვის ჟურნალი წარუდგინა:

„10-12 გოგონა არ ყოფილა. იმ დღეს ჯგუფში სულ 6 გოგონა გვყავდა. ამის შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალი წარვუდგინე საკრებულოს. საუზმის შემდეგ ბავშვებს ერთდროულად უნდათ საპირფარეშოში შესვლა, ერთი რომ იტყვის, დანარჩენებიც მიბაძავენ. ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ. აღმზრდელი სხვა საქმეს აკეთებდა, ამიტომ ოთხი გოგონა შევიყვანე ერთდროულად საპირფარეშოში", - აღნიშნა თინათინ გოგიტიძემ.

#2 ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბაღის გამგე, პედაგოგი და მეთოდისტი უსამართლოდ არიან გათავისუფლებული. როგორც პედაგოგმა ია ჯაფარიძემ განაცხადა, საკითხი კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ:

უსამართლოდ არიან გათავისუფლებული სამსახურიდან, ასეთ უსამართლობაში ჩვენც როგორ უნდა ვიმუშაოთ. მასწავლებელს საუზმის შემდეგ საპირფარეშოში შესვლა რომ მოთხოვეს, მან ოთხი გოგონა ერთდროულად შეიყვანა. სამი ქოთანზე დასვა და ერთი უნიტაჟზე. ამ დროს შემოვიდა გაერთიანების ხელმძღვანელი და დაინახა ეს სიტუაცია. შეგვიძლია ხატზე, ჯვარზე დავიფიცოთ, რომ ეს არის უსამართლობა და ანგარიშსწორება. ამის უკან რაღაც დგას, უნდა გამოიძიონ", - აღნიშნა ია ჯაფარიძემ.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლის1 იანვრიდან მუშაობს.

(მოამზადა ლილუ მიროტაძე)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016