reportiori.ge - ინტერნეტში, სავარაუდოდ, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის მონაცემები ვრცელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:58
სამართალი
ინტერნეტში, სავარაუდოდ, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის მონაცემები ვრცელდება
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 16:55

ინტერნეტში, სავარაუდოდ, მარიამ კოჩილაძის მკვლელობაში ბრალდებულის, მუჰამედ ამინ როოინტანის მცირე რეზიუმე ვრცელდება. საუბარია „სტუდენტთა პრესასთან თანამშრომლობის" ორგანიზაციაზე. როგორც ჩანს, მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ირანის მოქალაქეა, მწერლობითა და ცურვით ინტერესდებოდა. მუჰამედი თავის თავს აღწერს და საკონტაქტო წყაროსაც უთითებს.  განცხადება სამი წლის წინ არის გამოქვეყნებული. „რეპორტიორი" განცახდების შინაარს გთავაზობთ.

„მუჰამედ  ამინ როოინტანი

მე არ ვარ პროფესიონალი მწერალი, მაგრამ ვფიქრობ რომ აუცილებელია შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ საქმესთან, სწორედ ამიტომაც ყველანაირად შევეცდები  ჩემი „პრესასთან სტუდენტური თანამშრომლობა" წარმატებული იყოს. 

ძალიან მაინტერესებს საბავშვო წიგნები, რომანები, ნოველები, ბიოგრაფიები.  ვცდილობ მეტი ვწერო.

მე ვარ 26 წლის, ირანის მოქალაქე.  მიყვარს წყალი და ირანის  „მოყვარულ მცურავთა ასოციაციის"  წევრი ვარ.

ჩემი დიდი სურვილია რომ სხვადსხვა ქვეყნებში მოხალისედ  ვიმუშაო.  ვიმედოვნებ  თურქეთში მოგზაურობა დამეხმარება, რათა კარგად გავიცნო ხმელთაშუა ზღვის  კვვიდრი მოსახლეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: roointan.2010@yahoo.com

 mohamadaminroointan@gmail.com" 

შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის კოორდინატებს,  ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ბათუმის ბულვარში სამართალდამცველებმა 16 წლის მარიამ კოჩალიძის ყელგამოჭრილი გვამი იპოვეს, რომელსაც ზედ დიდი ქვა ედო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონას მკვლელი სწორედ ზემოაღნიშნული პიროვნება, მუჰამედ ამინ როოინტანია.  სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მარიამი მკვლელს იცნობდა და მასზე თავის დღიურში ჩანაწერებსაც აკეთებდა.   მკვლელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. 

 

http://thesop.org/index.php?bio=mohamadaminroointan

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016