reportiori.ge - ბათუმში რკინიგზის შენობაში თვითნებურად შესახლებული 60 ოჯახი ელექტროენერგიას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:46
რეგიონები
ბათუმში რკინიგზის შენობაში თვითნებურად შესახლებული 60 ოჯახი ელექტროენერგიას ითხოვს
10 იანვარი, 2014. 17:54


ბათუმში, ქიქავას ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შეჭრილი 60 ოჯახი ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვს. ისინი აჭარის მთავრობას სთხოვენ, ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან" უშუამდგომლონ.

თვითნებურად შეჭრილებმა აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ელექტროენერგიის პრობლემა ვერ მოაგვარეს, რის გამოც სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს სათანადოდ ვერ ამზადებენ.

ჩვენ ვართ თვითნებურად შესახლებულები, ძალიან გვიჭირს. ბავშვები ვერ მეცადინეობდნენ და ჩამორჩნენ პროგრამას. მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მოუმზადებლად რომ მიდიან გაკვეთილებზე. ვთხოვთ აჭარის მთავრობას, დროებით, სანამ აბონენტები გავხდებით, შუქი ჩაგვირთონ", - აღნიშნა ინეზა ცინცაძემ.

ყოფილი რკინიგზის შენობაში სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობაა თვითნებურად შესახლებული. მათ შორის, დევნილები, ეკომიგრანტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველები.

„ახალ მთავრობას ვთხოვთ, გვიშუამდგომლონ და მოგვცენ შუქი, რადგან დავჩლუნგდით, დავგლახავდით, ტელევიზორი არ გვინახავს წელიწადი და ოთხი თვეა. ახალი მთავრობის სირცხვილიცაა ეს. მათ რომ ვჭირდებოდით, დღეში ხუთჯერ მოდიოდნენ. ვისაც ხმა და სული მივეცით, მათ ვთხოვთ დახმარებას", - აღნიშნა ქეთევან კაკაბაძემ. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016