უკვე ორი კვირაა თბილისს ახალი ლაუნჯი და კლუბი შეემეტა. „მედუზა“ შარდენზე გუშინ საღამოს 80-იანი წლების საღამო გაიმართა, სადაც სტუმრებმა მონატრებული მუსიკა მოისმინეს.
„მედუზა“ ლაუნჯი და „მედუზა“ კლუბი არის ორი განსხვავებული ობიექტი საერთო გამყოფი სივრცით. ლაუნჯში მსოფლიოში აღიარებული „მედუზას“ უნიკალური დიზაინის და არომატის მქონე ჩილიმების ფართო არჩევანაია. აქ შეგიძლია ნებისმიერი სასმელი - შამპანური, ღვინო, ან კოქტეილი მოწიო.
კლუბის უნიკალური დიზაინი და ლაუნჯის მყუდრო ინტერიერი ყველაზე გემოვნებიანი და პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. ეს არის საუკეთესო ადგილი საქმიანი შეხვედრების და დაუვიწყარი საღამოების გასატარებლად.
კლუბში მსოფლიოში ცნობილი უცხოელი DJ-ები და ვოკალისტები, ასევე ქართველი მაღალი კლასის მუსიკოსები, სხვადასხვა მუსიკალურ პროგრამას ყოველი ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით წარადგენენ.