უმრავლესობის წევრის , ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სტალინის ძეგლი არანაირ კულტურულ ფენომენს არ წარმოადგენს.
„მე არა მგონია, რომ სტალინის ძეგლი დაბრუნდეს იქ სადაც იდგა, მაგრამ მუზეუმში თუ იქნება მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ. სტალინი არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენდეს. სიმართლე გითხრათ კონკრეტულად ამხანაგ სტალინის ძეგლზე მე არ ავღელდებოდი, ის ძაილიან სპეციფიკური ამხანაგი იყო და სპეციფიკურად, არაკაცთმოყვარე იდეოლოგიას ხელმძღვანელობდა. არანაირ კულტურულ ფენომენს მისი ძეგლი ჩემთვის პირადად არ წარმოადგენს. ეს არის გორის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი და არა ჩვენი ხელისუფლების,"- განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორში სტალინის ძეგლის აღდგენის საკითხს ბრიყვული უწოდა. კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, კი სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების საკითხს მისი უწყება არ წყვეტს.