reportiori.ge - რა იატაკქვეშა მუშაობა წამოიწყეს „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:22
პრეს-დაიჯესტი
რა იატაკქვეშა მუშაობა წამოიწყეს „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტში?
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 20:25

წინასაახალწლო დღეებში მოწმეთა დაკითხვის წესის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთი ამბავი ატყდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს საკითხი 2015 წლამდე გადაიდო. პრინციპში, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს ბოლომდე მხარს დაუჭერს.

საკითხი მარტივია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი ითხოვენ, რომ ამიერიდან მოწმე უნდა დაიკითხოს არა პოლიციაში, არამედ – სასამართლოში“. არასამთავრობოების გვერდით მყარად დგანან „ნაციონალები“ და თქვენ წარმოიდგინეთ, „რესპუბლიკელებიც“. ერთი შეხედვით, თითქოს საქმე გვაქვს დემოკრატიულ მოვლენასთან, რომელსაც მხარს უჭერს „პროგრესული“ საზოგადოება, მაგრამ მახვილ თვალს არ უნდა გამოეპაროს მთავარი – ვის აწყობს, დღეს საგამოძიებო ბატალიები და დაკითხვების პროცესი კოტე კუბლაშვილის სასამართლოს ჩაუგდოს ხელში?! რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“... და ამ დამნაშავე ორგანიზაციის მფარველებს – „რესპუბლიკელებს“.

„ალიამ“ მოიპოვა კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტში იატაკქვეშა მუშაობა მიდის, რათა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, ბათილად იქნას ცნობილი და კენჭი პალიკო კუბლაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეყაროს.

მოდით, გავიხსენოთ, როდის მოამზადა აღნიშნული ცვლილებები „ნაცმოძრაობამ“ კუბლაშვილის ხელით? ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და არავის ეგონა, რომ მისი რეჟიმი დამარცხდებოდა. როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახდა, პავლე მას შეხვდა და აღნიშნულ ცვლილებებზე ელაპარაკა. უსუფაშვილმა პავლეს „დაბრო“ მისცა, შემოიტანე და რესპუბლიკელები მხარს დაგიჭერთო. მეტიც, ის არ დაჰპირებია, რომ უმრავლესობის მხრიდან  პრობლემა არ გექნებათო. როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს „ალიასთან“ საუბარში, ამ საქმისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი მეგობარი, ზაზა ხატიაშვილი მოიშველია, ანუ სამოქალაქო სექტორი მისი ხელით გაააქტიურა. კი, ბატონო, შეიძლება სასამართლოში მოწმის დაკითხვა მართლაც დემოკრატიული ნაბიჯია, მაგრამ სანამ სასამართლო „ნაცების“ ხელშია, სანამ კოტე კუბლაშვილი „გაქცეული“ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს, ცვლილებების მიღება იმას ნიშნავს, რომ ბურთიც მაგათ რჩებათ და მოედანიც. ამ შემთხვევაში პროკურატურა და პოლიცია მხოლოდ შორიდან მაყურებლის როლსღა ითვისებს... სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა  ჩავთვალოთ, ჯერ ერთი, ჩაფლავებულად და მეორეც – ამას აუცილებლად მოჰყვება არსებული მთავრობის კრახი.

აქ ნებისმიერ თქვენგანს დაებადება კითხვა: რა არის ეს, მორიგი შეთქმულება „რესპუბლიკელების“ მონაწილეობით? შეიძლება ასეც ითქვას... ეს არის მორიგი შეთქმულება „რესპუბლიკელების“ მონაწილეობით „ნაციონალების“ გადასარჩენად და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ჩასაძირად!

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის მოდელის ამოქმედება გამოძიებას დააზარალებს: საუბარია, სრულიად ახალ მიდგომაზე – გამოკითხვის მიზნით, მოწმეს იბარებ, რომელიც მოვა თუ არა, არ იცი და თუ მოვა, კომუნიკაციის ისეთი უნარი უნდა გამოავლინო, რომ მან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგცეს. ეს დაკავშირებულია გამომძიებელთა არა მხოლოდ მომზადებასთან, არამედ არსებული კადრების გადამზადებასთანაც. ისე არავინ უნდა გაიგოს, თითქოს, ვადის გადაწევით რაღაცის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ ერთი მხარის სასარგებლოდ, მეორე მხარის მთლიანად უგულებელყოფა, ბალანსის სწორად ამსახველი არ იქნება“.

ლევან იზორიასგან განსხვავებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოში ბოლშევიზმის დაბრუნებას, როცა მოწმეებს პროკურატურაში აწამებდნენ და როცა ისინი დენის გატარებით ჩვენებას აძლევდნენ:

„მოწმე სასამართლოსა და პოლიციაში ერთი და იმავე კოდექსით იკითხება. შესაბამისად, ხელისუფლება რომ ამბობს, დრო გვჭირდებაო, რისთვის უნდათ ვადების გადაწევა? – ადამიანები რომ აწამონ?!

დაუკვირდით, აქ უნისონში მოდის კოტე კუბლაშვილის, არასამთავრობოებისა და „რესპების“ ინტერესები... კუბლაშვილი აცხადებს, თუ ეს ნორმა ამოქმედდება, სასამართლოს პრობლემა არ ექნებაო. რა პრობლემაზეა საუბარი? პირიქით, თუ ასე მოხდება, კოტე სიხარულისგან შეხტება და შემოტრიალდება, მის გარეშე დამნაშავე „ნაციონალებს“ ბუზსაც ვერავინ აუფრენს!

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. როგორც გედევან ფოფხაძე ამბობს, ამ საკითხზე შინაგანი წინააღმდეგობა უმრავლესობაშიც არსებობს, მაგრამ მათ მთავრობის პოზიციაც ესმით. როგორც ჩანს, უმრავლესობაში ან კარგად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, ან კიდევ „რესპების“ გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და, ნებით თუ უნებლიეთ, „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. მაშინ, როცა სასწორის პინაზეა შეგდებული ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და სხვათა საქმეები, ყველაფრის გადაბარება ჯერ კიდევ ყალბი სასამართლოსთვის, აუცილებლად მოიტანს კატასტროფულ შედეგებს.

 გარდა ამისა, ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების მიღება შედის ზურაბ ადეიშვილის ინტერესებშიც... ჯერ ერთი, ადეიშვილი თავად დაიხსნის თავს და მეორეც – ეს უკვე „ბაირამობა“ იქნება თურქეთში მოწანწალე მეგის ქარდავასთვის, სოსო თოფურიძისთვის და დათა ახალაიასთვის. ალბათ, ხვდებით, ესენი სასამართლოში მიიყვანენ მოწმეებს, რომლებიც მათ გმირებად გამოაცხადებენ და ამ დროს პოლიცია იქნება უძლური, სამართლიანობის აღდგენაზე საერთოდ ვერ იფიქრებს. რატომ არ შეიტანეს მთელი 9 წლის განმავლობაში „ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსში ეს ცვლილებები? მაშინ არ სჭირდებოდათ და იმიტომ, ისინი ახლა გახდნენ დემოკრატები და ადამიანის უფლებების დამცველები. სწორედ მიხეილ საააკშვილის გეგმაში შედის ამ გზით პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსური პოლიციისა და საგადასახადო სამსახურის პარალიზება.

მთავრობაში მომზადებული კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანა რამდენიმე პრობლემის წინაშე დადგება, გამოძიებას არ ექნება საშუალება, მოწმის დაკითხვის გზით მოიპოვოს ინფორმაცია და მტკიცებულება. ასე კი, რა თქმა უნდა, გართულდება პროკურატურის მიერ თავისი ფუნქციის, ანუ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და სასამართლოს მხრიდან გაიზრდება არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკი.

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში მიღებულია, მაგრამ „რესპუბლიკელები“ ჩალიჩობენ, რომ ისევ პავლე კუბლაშვილის ინიციატივას მიუბრუნდნენ. მეტიც, ისინი ოცნებობენ, პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადოს.

მოკლედ, ხელისუფლება ამ ეტაპზე, დიდი საშიშროების წინაშე დგას, „რესპებსა“ და „ნაციონალებს“ თავი რომ დავანებოთ, მეორე მხარეს არიან „ადვოკატთა ასოციაცია“, ეკა გიგაური („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“) და ნინო ლომჯარია („სამართლიანი არჩევნები“). ეს ორი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს „უპრავებდა“ გაყალბებულ არჩევნებს და როგორ ფიქრობთ, ახლა ერთბაშად გასწორდნენ? ისე, რაღა დაგიმალოთ და მე მგონი, „შუა“ სამოქალაქო სექტორშიც უნდა გაიკრიფოს, თორემ უკვე გადააყოლეს ამათ მთელი ქვეყანა თავის გრანტებსა და არარსებულ დემოკრატიას. ქართველი ხალხი ითხოვს მხოლოდ ერთს: ანუ დამნაშავეების დასჯას, თუ მოწმის დაკითხვაც კოტე კუბლაშვილის პრეროგატივა გახდება, მაშინ ვერც სამართლიანობა აღდგება და ვერც დამნაშავეები დაისჯებიან!

 

გელა ზედელაშვილი

 

„ალია“

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016