8 წლის მომაკვდავ გოგონას 10 000 ადამიანმა ერთად აუსრულა საშობაო სურვილი.
დილეინ ბრაუნი - ამერიკის პენსილვანიიდანაა. პატარა დილეინი მწვავე მიელოლეიკოზით არის დაავადებული. 17 დეკემბერს ექიმებმა ოჯახს შეატყობინეს რომ - დაავადება პროგრესირებს, დილეინი კი მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლებდა.
20 დეკემბერს ბავშვის დაბადების დღეზე, მშობლებმა - სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" მეშვეობით მიმართეს საზოგადოებას - დახმარებოდნენ პატარას რამდენიმე საშობაო სურვილის ასრულებაში.
ერთ-ერთი სურვილი - მომღერალთან ტეილორ სვიფტთან შეხვედრა გახლდათ, მეორე კი - საშობაო "ჰიმნების" მოსმენა...
დაბადების დღეს მომღერალმა ტეილორ სვიფტმა პატარას ტელეფონით მიულოცა.
განცხადების გამოქვეყნებიდან 1 საათში, ათასობით ადამიანი, რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა გოგონას ფანჯრებთან და საშობაო სიმღერებს ასრულებდა. 8 წლის დილეინი იწვა ლოგინში და ისმენდა ხალხის მიერ მისთვის შესრულებულ სიმღერებს. გოგონა დღესაც ცოცხალია.