reportiori.ge - დედა ტერეზას რჩევები მშობლებს- როგორ ავღზარდოთ შვილი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:51
მსოფლიო
დედა ტერეზას რჩევები მშობლებს- როგორ ავღზარდოთ შვილი?!
ავტორი:
11 იანვარი, 2014. 14:16

ყველა მშობელი ცდილობს თავის შვილს რაც შეიძლება მეტი ასწავლოს, თუმცა არის მომენტები, როდესაც ვერ ხვდები კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცე.


დედა ტერეზამ თავისი მოღვაწეობის პერიოდში  დააფუძნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მან 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. დედა ტერეზას არ ჰყოლია საკუთარი შვილები, თუმცა ის ბევრი ობოლი, მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვის მშობელი გახდა. 

დედა ტერეზას რჩევები მშობლებს:

1.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი. ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ, ის მართლაც ასეთად გაიზრდება. 

2.
ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციით, ურჩხულებით, მგლებითა და ბუებით. ეს მათ არც გააკეთილშობილებს და არც დააჭკვიანებს.

3.
გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენ მიერ მიცემული კარგი მაგალითებით. ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი რჩევები და ნოტაციები. ისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმით მათი სიტყვები. 

4.
ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალში. არ გამოააშკარაოთ თქვენი სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშე. როცა ბავშვები მშობლის სუსტ მხარეებს ხედავენ, ისინი განიცდიან და თვლიან, რომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი.

5.
ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით. ყოველი ბავშვი თავს პატარად და დაუცველად მიიჩნევს, ამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვა, გვერდში დგომა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბს, ტყუილსა და უსამართლობას, მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს. ეს ხშირად ბევრი ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება. 

6.
არასოდეს გამოიყენოთ ბავშვზე ძალა. უკიდურეს შემთხვევაში (თუკი მან ეს მართლაც დაიმსახურა), შეგიძლიათ მოსცხოთ უკანალზე, მაგრამ არა ძლიერად! არასოდეს დასაჯოთ ის, როცა გაბრაზებული ხართ. მის მეხსიერებაში დატოვებთ სიძულვილისა და ბოროტების შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის. თუ მაინც დასჯაზე მიდგება საქმე, აგრძნობინეთ მას სამართლიანობა. 

7.
არასოდეს დაანახოთ ბავშვს გაბრაზებული, გაბოროტებული სახე. მან შეიძლება უცებ დაივიწყოს, ტაკოზე რომ მოარტყით, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს ბოროტებითა და სიძულვილით სავსე გამოხედვას. ბავშვი იმიტომ კი არ უნდა დასაჯოთ, რომ თქვენ მოთმინება არ გეყოთ, არამედ იმიტომ, რომ ბავშვს დაანახოთ, რომ არსებობს წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია. 

8.
ბავშვი ყოველთვის და ყველაფერში უნდა ენდობოდეს მშობელს და ემორჩილებოდეს კიდეც მას - ეს არის მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი წესი. 

9.
ყველაზე მთავარი - ეს მშობლების სიყვარულია და ბავშვის ინტერესების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ასევე, სიმშვიდე ოჯახში და არანაირი ფიზიკური დასჯა.

გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც ის არის: თავისი კაპრიზებით, არასწორი საქციელითა და პატარ-პატარა ურჩობებით

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016