კულტურა
ოპერის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები საპროტესტო აქციას მართავენ
ავტორი: ანა ნოდია
11 იანვარი, 2014. 15:36
ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი საპროტესტო აქციას მართავს. შემოქმედებითი გუნდი სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი ჟორდანიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მათი ნაწილი კი გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვს.
მათი ინფორმაციით, ოპერაში სამუშაო პირობები არ არსებობს. შემოქმედებითი დასი დაგეგმილი წარმოდგენების ჩაშლით იმუქრება.
აქციაში, შემოქმედებით დასთან ერთად მონაწილეობს ოპერის დირიჟორი, მაესტრო ჯან ლუკა მარჩიანო.
რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია მივიდა, რომელიც დასთან მოლაპარაკებას მართავს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50