სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტო „გურიანიუსმა" კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„გამოცემა „გურიანიუსმა" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დეკლარაცია ამჯერადაც არასწორად განმარტა. გამოცემა წერს, რომ სოზარ სუბარს იპოთეკური სესხის წინასწარი შენატანის სახით თანხა არ გადაუხდია და ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტმა როგორც ჩანს არ იცის და არც შესაბამისი უწყებისთვის უკითხავს, რომ შემოსავალ-გასავალის შესახებ ინფორმაცია შემდგომ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ფიქსირდება.
მოვუწოდებთ გამოცემას, დააზუსტოს ქონებრივი დეკლარაციის შევსების პრინციპი და ამის შემდეგ იმსჯელოს კონკრეტული თანამდებობის პირების შემოსავალ-გასავალის შესახებ.
რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის ბანკში ყოველთვიურად იხდის შესაბამის თანხას და ეს მომავალი წლის ქონებრივ დეკლარაციაში აისახება. „ - აღნიშნულია განცხადებაში.