reportiori.ge - გიგი უგულავა: პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც გაჭირვების ჟამს ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:49
პოლიტიკა
გიგი უგულავა: პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც გაჭირვების ჟამს ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 17:40

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია პოლონეთის, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან მჭიდრო პოლიტიკური და მათ შორის პერსონალური ურთიერთობებიც. პოლონეთში დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ძალა ევროპაში. მისი ხმა ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ის არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა, მომავალში დიდი როლი ითამაშოს მათ შორის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და რუსეთის პოლიტიკის რევიზიაში ევროპასა და მთელს მსოფლიოსთან მიმართებაში", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, საქართველოსთვის პოლონეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.  
"იგი საქართველოს ესტუმრა მაშინ, როდესაც რუსული თვითმფრინავები თბილისისს თავს დასტრიალებდნენ და დადგა ქართველი ხალხის გვერდით. მისი ფრაზა - დღეს ევროპა ვალშია საქართველოს წინაშე, დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის ნიშანდობლივია. ლეხ კაჩინსკის ბიუსტი კი, რომელიც დღეს მისი სახელობის სკვერში გაიხსნა, დარწმუნებული ვარ, უკვდავყოფს საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებს და იქნება ნიშანი იმისა, რომ პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც გაჭირვების ჟამს ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
თბილისის მერი დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან და პოლონურ დელეგაციასთან ერთად, ლეხ კაჩინსკის ბიუსტის გვირგვინებით შემკობის ცერემონიაში მონაწილეობდა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016