სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა - „არსებობს დევიზი – ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ, თუ ამას გავაკეთებთ ბედნიერი ვიქნებით“. ილია მეორემ მრევლს შრომისკენ მოუწოდა.
„მრავალი ადამიანია, რომელიც ელოდება სამსახურს, ელოდება სამუშაოს, სამუშაო ადგილს, იმ დროს, როცა სამსახური და სამუშაო ადგილები ბევრია. ამიტომ, მე მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა იფიქროს თავის მომავალზე. იფიქროს იმაზე, რა უნდა ვაკეთოთ. მე მინდა ვანუგეშო ჩვენი ახალგაზრდობა, რომ არის საშუალება, გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენთან იქნება ასეთი ჯგუფი, სადაც ასწავლიან ამ ბიზნესს, ამ შრომას“,–განაცხადა პატრიარქმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა საახალწლო პარაკლისი გადაიხადა.