reportiori.ge - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ეკლესიისთვის მიუღებელია ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი პიროვნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
რელიგია
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ეკლესიისთვის მიუღებელია ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი პიროვნება
ავტორი: ანა ნოდია
12 იანვარი, 2014. 23:48

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიისთვის მიუღებელია ცოდვა და არა – ცოდვის ჩამდენი პიროვნება. მანვე აღნიშნა, რომ ერთსქესიანთა კავშირი ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა, თუმცა არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება რომელიმე ადამიანზე იძალადოს. განმარტება გიორგი ზვიადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.


“ეკლესიისთვის მიუღებელია რაიმე სახის ძალადობა ნებისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თუ რომელიმე სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. ეკლესიას ამგვარი დამოკიდებულება არავის მიმართ არ გააჩნია. საეკლესიო ეთიკაში გაურკვევლობამ, ეკლესიის ბუნების არცოდნამ ძალიან ბევრ ადამიანს შეცდომის შესაძლებლობა მისცა.

 

ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ამბობს იმას, რომ უკიდურესი ცოდვაა და ყველა ცოდვათა შორის უბილწესი და ღვთის განმამაწარებელ ცოდვათა შორის უმძიმესი ცოდვა, რაც ასე წერია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განინებაში, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული კრებაა, რაც საქართველოში გამართულა და საერთოდ, მთელი ეკლესიის სწავლება, სულიწმინდისეული წმინდა წერილის სწავლება, ეკლესიის მამათა სწავლებანი, საეკლესიო კანონები, ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად განაჩინებს იმას, რომ ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანთა ურთიერთობა – ეს არის უკიდურესი ცოდვა, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჩვენგანმა, ეკლესიის რომელიმე წევრმა აღასრულოს რაიმე სახის ძალადობა. ეკლესიისთვის ყოველთვის მიუღებელია ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი პიროვნება, არა შემცოდე პიროვნება. რა თქმა უნდა, როდესაც პიროვნება რაიმე ცოდვას სჩადის, ის ძალიან მძიმედ სცოდავს ღმერთის წინაშე და თუკი ის მიმართავს ეკლესიას, ეკლესიის მოვალეობაა, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს, თვალი აუხილოს, შეაცნობინოს საკუთარი ცოდვის სიმძიმე და სინანულის მეშვეობით უწინამძღვროს მას”, - განმარტა გიორგი ზვიადაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016