რუსული პოპჯგუფი "ვიაგრა" გუშინ ბათუმს სტუმრობდა. ევროპის მოედანზე ჯგუფის ახალმა წევრებმა ცნობილი ჰიტების გარდა, ახალი რეპერტუარიც წარადგინეს.
"ვიაგრას" წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში კონცერტის გამართვა მათთვის დიდი პატივია:
"სტუმართმოყვარე ხალხი ხართ ქართველები, დიდი პატივია ჩვენთვის ბათუმში ყოფნა, რადგან ეს ჩვენი უსაყვარლესი პროდიუსერისა და კომპოზიტორის, კონსტანტინე მელაძის სამშობლოა", - აღნიშნეს გოგონებმა.
ჯგუფი უკრაინელმა ინვესტორებმა მოიწვიეს. მათ სასტუმრო "გოლდენ პალასი" გახსნეს და საღამო გამართეს. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მეუღლესთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრები, შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელები და სხვა პირები.
რუსულ პოპჯგუფ "ვიაგრას" ახალი შემადგენლობა საქართველოს პირველად სტუმრობდა.