„ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზე ინცინდენტი მოხდა. ცერემონიალის დაწყებამდე სულ ცოტა ხანი იყო დარჩენილი, როდესაც სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში" სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული წითელი ხალიჩა დაიტბორა.
შემთხვევა მშინ მოხდა, როდესაც განათებებს რთავდნენ, რომელიც საჭიროა ფოტო და ვიდეოგადაღებებისათვის, იტყობინება „Reuters"-ი. ერთ-ერთმა განათებამ დააზიანა ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ჭერზეა ხოლმე მიმაგრებული, წყლის ჭავლმა ირგვლივ ყველაფერი დაასველა, მათ შორის წითელი ხალიჩა, რომელზეც სტუმრებს უნდა გაევლოთ.
„ლოს-ანჯელესში" დღეს წვიმას არ გვპირდებოდნენ, მაგრამ ჩვენთან ცოტაოდენი წყალდიდობაა", -ხუმრობდნენ ჟურნალისტები.
სახუმაროდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე ორგანიზატორებს. მათ სპეციალური მტვერსასრუტებით სცადეს წყლის გაქრობა.
წითელი ხალიჩა, ყველა მსგავსი დაჯილდოვების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ცერემონიალზე მისული სტუმრები სწორედ აქ იწონებენ სხვადასხვა მოდური აქსესუარებითა თუ ჩაცულობით თავს და ის ყოველთვის ექცევა შემდეგ მოდის კრიტიკოსთა განხილვის თემად.