ცნობილმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა ია ფარულავამ „ფეისბუქის" საშუალებით „ნანუკას შოუს" წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს თხოვა, საჯაროდ საახალწლო გადაცემის და ასევე სხვა შოუების რეიტინგები დაედო.
როგორც ჟორჟოლიანი წერს, „ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემა რეიტინგში პირველია, რაც შეეხება ზოგად რეიტინგს, ის მალე გაასაჯაროვებს.
„ხან მე ვუგებ მაიას და ხან მაია მე, მაგრამ ეგ რა პრობლემაა. ეს ისაა, სახლში ხან ერთი შვილი რომ იქცევა კარგად და ხან მეორე მაგრამ მშობლები რომ ორივე შემთხვევაში კმაყოფილები არიან. ნუ გავიწყდებათ, რომ მეც და მაიაც ერთი „დედ-მამის" შვილები ვართ:))) ჩვენი ორივესი კონკურენტი კი „იმედია" და არა ერთმანეთი!", - წერს ჟორჟოლიანი.
ია ფარულავას განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჟორჟოლიანის და მაიას (იგულისხმება მაია ასათიანი) კონკურენტობა „იმედს" არც ესიზმრება.
„კარგი იქნება რეიტინგები მაყურებლის ინტელექტის და განათლების მიხედვითაც ხარისხდებოდეს, ასევე იმ მიზეზის მიხედვით, რატომ უყურებენ (აი, მე ხანდახან მართლა ვუყურებ შოკირებული, ღმერთო, ეს რას ვუყურებ-ფიქრებით?!)....ეგებ რამე დასკვნა გამოეტანათ", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.