reportiori.ge - სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
სამართალი
სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 06:49

პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე, მამუკა ივანიაძის გარდა, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი საუბრობს. პროფესორ ზაზა მახარობლიძის განცხადებით, რომელიც „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს, მათი დაკითხვა კანონდარღვევით მიმდინარეობდა. ე.წ. მოდულში მათი მიყვანისთანავე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა დაიწყო. დაკითხვები მიმდინარეობდა ღამის საათებში. პროკურორი შ. რიჟამაძე ოთხი გამომძიებლის თანხლებით მახარობლიძეს ჩვენების მიცემას აიძულებდა. მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი გათავისუფლებას პირდებოდნენ. „ეს ხდებოდა მოდულში, საგამოძიებო ნაწილის უფროსის, ჯამასპიშვილის კაბინეტში. იგი მე და პროფესორ ქარჩავას გვეუბნებოდა, პროფესორების დაკავება არ გვჭირდებაო, მხოლოდ ჩვენება უნდა მიგვეცა მათთვის სასურველ პირებზე და თუ არ დავთანხმდებოდით, ციხეში გაგვიშვებდნენ. საინტერესოა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ბინძური შანტაჟით მეცნიერების ციხეში გამომწყვდევა, მაშინ როდესაც სხვა საქმეებზე ანალოგიურ დანაშაულში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.“ – აცხადებს ზაზა მახარობლიძე. მისი განმარტებით, მეცნიერებისთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლო, პროფესიული თვასაზრისით კი ტენდენციურია. „მეცნიერებს ბრალი დაგვდეს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამისთვის საკმარისი იყო თურქული წარმოების „ნიუ ჰოლანდ TD5 110“ მარკის 110 ცხ.ძ-იანი ტრაქტორი, ჩვენ კი რეკომენდაცია მივეცით 117 ცხ.ძ-იან ჩეხურ „ზეტორ პროქსიმა 120“-ს. „ჯითი ჯგუფი“ სამინისტროს ნაკლები სიმძლავრის თურქულ ტრაქტორს სთავაზობდა, რომელსაც რეკომენდაციას ვერ მივცემდით“. – აცხადებს ბრალდებული.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016