reportiori.ge - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას არ აწარმოებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:16
საზოგადოება
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას არ აწარმოებს
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 18:08

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით, არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას,  ექსპერტიზის ბიურო არ აწარმოებს . "რეპორტიორი" სამხარაულის სახელობის ბიუროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 
"სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მომართვის საფუძველზე ატარებს 450-ზე მეტი ტიპის სხვადასხვა საექსპერტო კვლევას და შესაბამის კვალიფიციურ დასკვნას გასცემს. ექსპერტიზის ბიურო არ აწარმოებს არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას. საგამოძიებო ორგანოები სქესობრივი დანაშაულის ან/და რაიმე სხვა სახის ძალადობის დადგენის, ასევე გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით, სარგებლობენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურებით. სტატისტიკა, რომელიც მოყვანილი იყო ფემინისტური მოძრაობის მიერ, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს. მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნას სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს "ქალიშვილობის" შესახებ. აღნიშნული სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის სფეროს. რაც შეეხება ე.წ "ქალიშვილობის" დადგენას, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ კვალიფიციურ გინეკოლოგიურ დაწესებულებაში. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს სულ რამდენჯერმე მომართა სრულწლოვანმა ფიზიკურმა პირმა აღნიშნული მომსახურებისათვის. უშუალოდ საექსპერტო კვლევის დასრულების შემდეგპიროვნებას რა მიზანი ამოძრავებდა ეს უკვე ბიუროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტი ექსპერტიზის ბიუროს დაკვეთა არ იყო და არც ბიუროს რეკლამირებას ემსახურებოდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გაუგებარია მისი მისამართით აგორებული კამპანია და მიუღებელია გამოთქმული მოსაზრებები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016