ჟურნალ „newsmakers"- ის კორესპონდენტი ანა ნემცოვა აღნიშნულ საიტზე სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით "კონკია სახელმწიფო."
„ოლიმპური თამაშების ორგანიზატორებმა აფხაზ სპორტსმენებს შეჯიბრში საკუთარი დროშის ქვეშ მონაწილეობა აუკრძალეს, რუსეთმა კი საზღვრები გადაკეტა."- აღნიშნავს ავტორი და დასძენს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაწბილებულია.
"აფხაზეთის რესპუბლიკაში (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აფსნი, ანუ სულის ქვეყანა) ბევრი გაწბილებულია. გავიდა ხუთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომმა აფხაზებს დამოუკიდებლობა მოუტანა, მაგრამ მხოლოდ რუსეთმა, ვენისუელამ და კიდევ რამდენიმე მცირე ქვეყანამ თუ ცნეს ეს ომებით დატანჯული პატარა რესპუბლიკა შავი ზღვის სანაპიროზე.
რუსეთმა დაუკეტა აფხაზებს მათ გვერდით ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, ზამთრის ოლიმპიადის კარები. შედეგად აფხაზეთი იქცა კონკია ქვეყანად მაშინ, როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას სპორტის მეშვეობით, აფხაზები კარს მიღმა დარჩნენ დაუპატიჟებლები. ისინი არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში და მათი იქ ყოფნა სასურველი არ არის." - ნემცოვა აფხაზი მოსახლეობის შესახებ საუბრიბს და აღნიშნავს, რომ რუსეთმა არ მისცა აფხაზებს საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ მომგებიან სამშენებლო პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც ოლიმპიადის წინ აშენდა სტადიონები, გართობის ცენტრები და ოლიმპიური სოფელი.
„ახლახანს აფხაზი ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების ჯგუფმა განიხილა საკითხი, მოესწრებიან თუ არა ისინი დროს, როცა აფხაზეთის დროშა აფრიალდება ოლიმპიური თამაშების ფარგლებში. „რასაკვირველია, არა," - განაცხადა რესპუბლიკის ძიუდოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი პოღოსოვმა,-„ ხელი გაიშვირა ტატამზე მოასპარეზე ახალგაზრდისაკენ და დაამატა - როგორ ავუხსნა ამ ახალგაზრდას, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის დროშით გამოვიდნენ ასპარეზზე?!"
აფხაზეთს, როგორც წესი, კარგი ურთიერთობა ჰქონდა კრემლთან. 5000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფები იცავენ რესპუბლიკის საზღვრებს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ.
რესპუბლიკის 240000-იანი მოსახლეობის უმრავლესობამ შეიძინა რუსეთის პასპორტი და ათასობით აფხაზი რეგულარულად სტუმრობს თავის შეძლებულ მეზობელს, ხოლო დაახლოებით, 30000 აფხაზი კვლავაც სარგებლობს რუსული პენსიებით.
„კარს მომდგარმა ოლიმპიურმა თამაშებმა სრულიად შეცვალა ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის და ეს ეხება არა მხოლოდ სოხუმს, აფხაზეთის დედაქალაქს. საზღვრის მეორე მხარეს კრემლის გრანდიოზულმა პროექტმა სრულიად შეუცვალა სახე რუსეთის ქალაქ სოჭს.
ერთ დროს ელეგანტური და მშვიდობიანი შავიზღვისპირეთის რივიერა ისტორიას ჩაბარდა.
"აქ არაფერია დატოვეული ძველი სოჭიდან. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საყვარელი ისტორიული პატარა ქუჩები და შესახვევები და ჩავანაცვლეთ ისინი უზარმაზარი სამშენებლო ზონებით, ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ მონუმენტებთან და საკურირტო სასტუმროებთან ერთად," - თქვა სოჭის არქივის მენეჯერმა ირინა ნიკოლაევნამ,.
რამდენიმე ათეული ისტორიკოსი, არქიტექტორი და მუზეუმის ექსპერტი იბრძვის იმის შესანარჩუნებლად, რაც დარჩა რევოლუციამდელი კერძო სახლებისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე შემაშინებლად მკაცრი სტალინისდროინდელი ძეგლებიდან.
აფხაზეთი სრულიად გარიყეს. აფხაზებს საშუალო ხელფასით - დაახლოვებით, 80 დოლარი თვეში, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობიდან ფულის გაკეთების მთელი იმედები გაუცრუვდათ.
"რუსებთან სიფრთხილე გმართებთ," - აგვიხსნა ერთ-ერთმა აფხაზმა. "პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ." - ნათქვამია სტატიაში.