reportiori.ge - საქართველოს რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:48
რეგიონები
საქართველოს რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა
ავტორი:
14 იანვარი, 2014. 12:58

საქართველოს რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა. საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოქმედებს. დასუფთავების სამსახურის ტექნიკური პერსონალი საავტომობილო გზების გასაწმენდად საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

გორში გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა დილიდან მიმდინარეობს.  თოვა რეგიონში გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.  თოვლის საფარმა უკვე 25 სმ-ს მიაღწია.

შეზღუდვები დაწესდა რიკოთის უღელტეხილზე. ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრამისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ფანჩულიძის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

„ამინდის გაუარესებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი პერიოდულად  შეზღუდვებს ადგენს. კობი-გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგულება დაშვებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ  მაქსიმალურად დაემორჩილონ ჩვენს მიერ გამოცხადებულ შეზღუდვებს და შესაბამისი სეზონის ავტო-საბურავებით ისარგებონ.“- აცხადებს ფანჩულიძე.  

სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საღამოს შეწყდება.

 

                                                                             (მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016