რეგიონები
აჭარაში დიდთოვლობას 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
14 იანვარი, 2014. 13:45
აჭარის რეგიონში, მაჭახელას ხეობაში, „ნივის“ მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა. შემთხვევას 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
საგანგებო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ბათუმი-ადიგენის მაგისტრალი ცალმხრივად გვიან ღამით გაიხსნა, დღეს კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აჭარის რეგიონში ღამის განმაობაში 15 გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის მეწყერის ჩამოწოლის და უბედური შემთხვევის შესახებ. ქარბუქი იყო ხულოს მუნიციპალიტეტში, ხოლო აჭარის სხვა რაიონებში - ძლიერი წვიმა და ქარი. მახინჯაურში ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57