უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გუნავას შეწყალებაზე გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის, განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უსამართლოა.
„ როდესაც ასეთი პრეზიდენტი ყავს ქვეყანას, დიდი პრობლემაა. გირგვლიანის მკვლელების შეიწყალების შემდეგ მე არაფერი არ მიკვირს. თუმცა, ცხადია რომ ეს არ არის ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება." -აცხადებს კობახიძე.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, პრეზიდენტს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს.
„ სასამართლომ განიხილა გუნავას საქმე, ჩათვალა დამნაშავედ და მიუსაჯა იმდენი, რამდენიც მიუსაჯა. პრეზიდენტისთვის თავისი თანაპარტიელების შეწყალების ექსკლუზიური უფლება არავის მიუნიჭებია. მაგრამ, ჩვენ მისი მხრიდან ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილებები გვახსოვს." -აღნიშნავს აბაშიძე.